შეკითხვა: | ისევ ბატარეა:)) ბატარეა შედგება მიმდევრობით შეერთებული ორი ელემენტისგან, პირველის ემ ძალაა 2ვ, შიგა წინაღობა 1 ომი, მეორის-1ვ და 2 ომი. წრედის გარე წინაღობაა 3 ომი. განსაზღვრეთ ძაბვა ბატარეის მომჭერებზე, ძაბვის ვარდნა თითოეული ელემენტის შიგნით(ჭინკა ძაბვები),ძაბვა თითოეული ელემენტის მომჭერებზე და დანადგარის მქკ.( 1,5ვ, 0,5ვ,1ვ,1,5ვ,0, 50%) |
---|---|
პასუხი: |
ბატარეის სიმძლავრე ... P = Qსას / Qსრ = I2R / I2(R + r1 + r2) = 0,5 ------------------------------------------------------ იმისათვის, რათა გავიგოთ ძაბვა A და C მომჭერებზე, ჩავრთოთ მასზე ვოლტმეტრი...(Rv---> უსასრ და შესაბამისად მასში გამავალი დენი Iv ----> 0 ) .... (1) დავუშვათ დენის განაწილებას კვანძებში აქვს სქემაზე ნაჩვენები სახე, მაშინ ... I1 = I2 + Iv ....(2) დავწეროთ კირხოფის მეორე კანონები სამი ჩაკეტილი კონტურიდან ორისათვის.... შემოვლის მიმართულებად ავირჩიოთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულება. ADCPA -თვის ........ \(\varepsilon\)1 = I1r1 + IvRv ...... 2 = I1 + IvRv .... (3) ADCGA -თვის ........ .. \(\varepsilon\)1 + \(\varepsilon\)2 = I1r1 + I2r2 + I2R ..... 3 = I1 + 5I2.... (4) (2) შევიტანოთ (3) და (4) ში .... 2 = I2 + Iv + IvRv .....(3") 3 = 6I2 + Iv .... (4") ახლა კი გამოვრიცხოთ I2 და ... 9 = 6IvRv + 5Iv ...(5) და თუ ამ უკანასკნელში გავითვალისწინებთ (1) -ს, მაშინ 6IvRv >>> 5Iv და UAC = IvRv = 9/6 = 1,5 ვ ანალოგიურად შეიძლება ვოლტმეტრის ჩვენების გაგება მისი BC მომჭერებზე ჩართვისას.... UBC = 0 და საერთოდ ამ შემთხვევებში ალბათ უმჯობესია გამოვიყენოთ ტერმინი ''პოტენციალთა სხვაობა'' და არა ''ძაბვა'' , რამეთუ ძაბვა უშუალოდაა დამოკიდებული ამ წერტილებზე ჩართულ წინაღობაზე.... ჩვეულებრივი მცირე წინაღობის ჩართვის შემთხვევაში მასში გამავალი დენი ხომ აღარ იქნებოდა ასეთი ხელწამოსაკრავი, წეღან რომ უპრაგონოდ გავაპანღურეთ მე (5) ფორმულიდან ... დაჟე თანამამრავლად 5Iv -მაც კი ვერ უშველა.. ანუ ახლა არსებული პოტენციალთა სხვაობა წინაღობის ჩართვის შემთხვევაში აისახებოდა შედარებით ნაკლებ ძაბვაში... და თუ აღებულ სქემაში მინიმალური პოტენციალის წერტილს შევუსაბამებდით მნიშვნელობა 0-ს , მაშინ მივიღებდით ასეთ სურათს: \(\varphi\)A = 0ვ......... \(\varphi\)C = \(\varphi\)B = 1,5ვ ----------------------------- olegi gabriadze |