შეკითხვა:

10გრადცელ ტემპერატურის წყალში 100გრადცელ ტემპერატურის სხეულის ჩაშვების შემდეგ დამყარდა 40გრადცელ საერთო ტემპერატურა. როგორ შეიცვლება წყლის ტემპერატურა თუ პირველ სხეულს წყლიდან არ ამოვიღებთ და ჩავუშვებთ 100გრადცელ ტემპერატურის ისეთსავე მეორე სხეულს.

ბატონო ოლეგ ეს სწორია:(t-10)=(100-40)+(100-40)

და ესეც. წარმოვიდგინოთ რომ შეიძლება მექანიკურ ენერგიად გარდავქმნათ ენერგია რომელსაც გამოყოფს წყალი 1გრადუსცელსიუსით გაცივებისას ამ ენერგიით რა სიმაღლეზე შევძლებთ ამ წყლის ატანას? Mgh=cm(t1-t2) da pasuxi 4.2 ia da me ver davsvi

 

პასუხი:

***********************************************************************

მოცემულია   10  გრად-იანი    წყალი  M  მასით და  C კუთრი სითბოტევადობით

მასში ჩაააგდეს    100გრად-ანი    სხეული      m  მასით და  c  კუთრი სითბოტევადობით

დამყარდა      40   გრად -იანი   სითბური წონასწორობა....

სითბური ბალანსის განტოლება ამ შემთხვევაში:   CM(40-10) = cm(100-40)

----->>>.CM=2cm ....  (1)

ამის შემდეგ ამ ''კომპოტში''(40 გრად-იანი წყალი-სხეული) კვლავ ჩააგდეს   100 გრად-იანი იგივე სხეული, რის შედეგად  ახალ ''კომპოტში''   დამყარდა ახალი  T>40  გრადიანი  სითბური წონასწორობა... სითბური ბალანასის განტოლება ახალი შემთხვევისათვის:

CM(T -40) + cm(T - 40) = cm(100 -T) ---->>   ჩავსავათ   (1) .....   3cm(T -40) = cm(100 -T)

 ......... 4T = 220.....    T = 55   გრად  

 ასე, რომ   მეორე შემთხვევაში  ტემპერეტურა შეცვლილა  55 - 40  =  15 გრად-ით....

--------------------------------------------------------

მოკლედ ამოცანის პირობა ასე შეიძლება  გავამარტივოთ:  10 გრადცელ ტემპერატურის წყალში 100გრადცელ ტემპერატურის სხეულის ჩაშვების შემდეგ დამყარდა 40გრადცელ საერთო ტემპერატურა.  რა ტემპერატურა  დამყარდებოდა     100გრადცელ ტემპერატურის  ორი სხეულის  ჩაშვების შედეგად?    

სითბური ბალანსის განტოლება პირველ  შემთხვევაში:   CM(40-10) = cm(100-40)

----->>>.CM=2cm ....  (1)

სითბური ბალანსის განტოლება მეორე  შემთხვევაში:   CM(T -10) = 2cm(100 -T) .....

T -10 = 100 -T ....... T = 55 გრად...

-------------------------------------------------- 

მეორე ამოცანაში     1 გრად - ით   გაცივებისას     H = 420 მ.... 

 და თუ არ გჯერა, მაშინ დარეკე 112 -ში