შეკითხვა: | ორი ელემენტი პარალელურად არის შეერთებული. პირველის ემ ძალაა 2ვ, შიგა წინაღობა 0,6ომი, მეორესი-1,5ვ და 0,4 ომი.განსაზღვრეთ ძაბვა ელემენტის მომჭერებზე. (პასუხი 1,7ვ) |
---|---|
პასუხი: | ეს ამოცანა იდენტურია ქეთის მიერ წარმოდგენილი ამოცანისა... ამიტომ ნახაზს აღარ გავაკეთებ, თუმც ვისაუბროთ მეტი დაწვრილებით ერთი ''კლიოზნიკური'' საკითხის ირგვლივ..... მაშ ასე: ზედა ელემენტი.... \(\varepsilon\)1 = 1,5 ვ ....... r1 = 0,4ომი ქვედა ელემენტი.... \(\varepsilon\)2 = 2 ვ ....... r2 = 0,6ომი -------------------------------------------------------------------- განსაზღვრეთ ძაბვა ელემენტის მომჭერებზე = ???? სანამ ძაბვა -ზე ვისაუბრებდეთ..... გვაქვს ერთმანეთთან პარალელურად შეერთებული ორი სხვადასხვა პარამეტრების ელემენტები..... ,,-'' ები ერთად და ,,+'' - ები ერთად... ანუ შექმნილია ე.წ. ჩაკეტილი (შეკრული) კონტური... კირხოფის კანონის თანახმად \(\varepsilon\)2 - \(\varepsilon\)1 = Ir1 + Ir2 ..... ანუ კონტურში ცირკულირებს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდებო მიმართულების დენი I =( \(\varepsilon\)2 - \(\varepsilon\)1) / (r1 + r2) = 0,5 ა .... Ir1 = 0,2 ვ და Ir2 = 0,3 ვ არის ძაბვის ვარდნები შესაბამისად პირველი და მეორე ელემენტების შიგა წინაღობებზე (შენგან მონათლული ე.წ. ''ჭინკა'' ძაბვები ) და არამც და არამც ძაბვები ელემენტის მომჭერებზე..... მათი გაზომვა ხელსაწყოთი შეუძლებელია... ისინი ასე ვთქვად თეორიულად მოაზრებული ძაბვებია. მაშ რაღაა ძაბვა ელემენტების მომჭერებზე??? ძაბვაზე მაშინ უნდა ვისაუბროთ, როცა მომჭერებზე ჩავრთავთ რაიმე R წინაღობის "მომხმარებელს" ანუ როცა სქემას ''დავტვირთავთ''... ჰოდა ჩვენც დავტვირთოთ: ეს ამბავი უკვე განხილულია ქეთის ამოცანაში.... სადაც კირხოფის კანონების მოშველიებით ადვილად დავწერთ დატვირთვაში გამავალ დენის ძალის ფორმულას \(I=\frac{\varepsilon _{1}r_{2}+\varepsilon _{2}r_{1}}{r_{1}r_{2}+Rr_{1}+Rr_{2}}\) .....(ამავე კანონების დახმარებით შესაძლებელია თითოეულ ელემენტში გამავალი I1 და I2 დენის ძალების დადგენაც)..... შესაბამისად დავთვლით ძაბვას R დატვრთვაზე ანუ ელემენტების მომჭერებზე.... U = IR. და ეს ძაბვა ცალსახადაა დამოკიდებული თვით დატვირთვის წინაღობაზე . მაშ რაშია საქმე?... რაო, ვალიკო... რა მინდაო?... რა და... უნდოდათ ეკითხათ: რა ძაბვას გვიჩვენებს ვოლტმეტრი ელემენტების მომჭერებზე ჩართვისას -ო.... უფრო მეტიც... კარგი კითხვა იქნებოდა: დაადგინეთ ელემენტთა სისტემის ე.მ.ძ. - ო... ჰოდა ჩავრთოთ მომჭერებზე ვოლტმეტრი, მაგრამ კაი ვოლტმეტრი....Rv ძალიან დიიიიდი-თ მაშინ ძაბვა ვოლტმეტრზე, ანუ მომჭერებზე $$\(U_{v} =IR_{v}=\frac{\varepsilon _{1}r_{2}+\varepsilon _{2}r_{1}}{r_{1}r_{2}+R_{v}r_{1}+R_{v}r_{2}}\cdot R_{v}\)......თუ მნიშვნელიდან ფრჩხილებს გარეთ გამოვაგდებთ Rv და გავითვალისწინებთ რომ r1r2 / Rv -----> 0 მივიღებთ რომ Uv = \(\varepsilon\)სისტ = (\(\varepsilon\)1r2 + \(\varepsilon\)2r1) / (r1 + r2) = 1,7 ვ ამის შემდეგ ომის კანონი ჩაკეტილი წრედისათვის მოცემული სისტემის შემთხვევაში ასეც შეგვიძლია ჩავწეროთ: დენის ძალა სქემაში I = \(\varepsilon\)სისტ / [R + r1r2 / (r1 + r2)] --------------------------------- ასეა ეს! ...... ოლეგი გაბრიაძე
|