შეკითხვა: | გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. 2 წამში 15 მ-ის სიგრძის გორაკიდან ჩამოსრიალდა ციგა. როგორია დახრილი სიბრტყის სიმაღლის შეფარდება მის სიგრძესთან? |
---|---|
პასუხი: | დახრილი სიბრტყის სიმაღლი შეფარდება მის სიგრძესთან, ეს იგივეა რაც დახრილობის A კუთხის სინუსი h / L = SinA.... ციგა... თოვლი... მშვენიერი სასრიალო ამინდი.... ანუ ხახუნი არ გაქვს-ო და მოძრაობა მხოლოდ სიმძიმის ძალის სიბრტყის გასწვრივი mgSinA მდგენელის გავლენით მიმდინარეობს-ო, ანუ a = gSinA აჩქარებით-ო. გაიხსენე გავლილი მანძილის ასეთი ფორმულა L = at2/2 და ..........აქიდან იქ და იქედან იმაში იმის ჩასმით კი შემოგეხსნება ი შინი h / L .... აბა ჰე... არ გააცივო.... სასწრაფოდ ფიზიკის გაკვეთილზე ---------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |