შეკითხვა: | დედამიწის ზედაპირიდან ბურთულებს ისვრიან ვერტიკალურად ზევით 10მ/წმ სიჩქარით დროის ტოლი T ინტერვალით. მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში პირველი და მესამე ბურთულები ერთი და იმავე სიმაღლეზე იმყოფებიან. იპოვეთ 1) T 2) რა სიმაღლეზეა მეორე ბურთულა მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში, 3) პირველი ბურთულის სიჩქარე მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში. |
---|---|
პასუხი: | რადგანაც სხეული აისროლეს ქვევიდან ზევით 10 მ/წმ სიჩქარით, ეს ნიშნავს რომ სიჩქრე განულდება 1 წმ მომენტში და მიაღწევს 5 მ მაქსიმალურ სიმაღლეს. ასროლილი სხეულის მოძრაობის განტოლება: h = vot - gt2/2 = 10t - 5t2 .... მე-4-ის ასროლის მომენტში პირველი და მესამე ერთიდაიგივე სიმაღლეზე იმყოფებიან... პირველის მოძრაობის დროა T მესამესი კი 3T ამიტომ 10T- 5T2 = 30T - 5 (3T)2 ---->>> 20T = 40T2 ---->> T = 0,5 წმ მეოთხის ასროლის მომენტში მეორეს ნამოძრავები აქვს 2T = 1 წმ და იმყოფება მაქსიმალურ H = 5 მ სიმაღლეზე ... პირველს კი უკვე აკრეფილი აქვს ქვემით მიმართული სიჩქარე v = gT = 5 მ/წმ |