შეკითხვა:

მოგესალმებით. ხშირად ვსარგებლობ თქვენი საიტით.  თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება. დავიწყე ატომისა და ატომის ბირთვის ფიზიკის თავიდან ამოცანების გარჩევა, მაგრამ ძალიან მიჭირს. იქნებ რამე გზა მიმითითოთ ან სახელმძღვანელო, რომელიც დამეხმარება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთია: ნატრიუმის იზოტოპი 11 Na^24 ბეტა-რადიაქტიურია. მისი ნახევარდაშლის პერიოდია 14,8 სთ. გამოთვალეთ 10 საათის განმავლობაში 2 გრამ პრეპარატში დაშლილი ატომების რაოდენობა. 

გთხოვთ, დამეხმარეთ

პასუხი:

ნახევრადდაშლის პერიოდი  T- ანუ დრო, რომლის განმავლობაში მოც  ქიმიური ელემენტის  ატომთა რაოდენობა(შესაბამისად მასაც)  ნახევრდება....  დავუშვათ დროის საწყის  მომენტში აღებული იყო   ნატრიუმის იზოტოპის   ატომთა   No  რაოდენობა...

საწყისი მომენტიდან 

  1 პერიოდის შიმდეგ დარჩა... No /2 = No 2-1

2 პერიოდის შემდეგ  დარჩა ... No /4 = No 2-2

3 პერიოდის შემდეგ  დარჩა     No /8 = No 2-3

და ა.შ   k = t/T პერიოდის შემდეგ   დარჩა..   .....N  = No 2-k   = No 2-t/T    ...... ე.ი დაშლილა  ნატრიუმის ატომთა  

 \(\Delta\)N = No  - No 2-t/T=No(1 - 2-t/T)   აოდენობა,.....რომლებიც  თავისმხრივ გარდაიქმნენ  პერიოდულ სისტემაში  მომდევნო  ელემენტად - სტაბილურ მაგნიუმად

.....  11Na24 ----->> 12MG24  +  -1e0

თავისმხრივ  ატომთა საწყისი რაოდენობა    No = NA(m/M) = 6•1023(2/24) = 5 •1022.... ხოლო   2-t/T =2-10 /14.8 =

- 25/36 = .......... კალკულატორი და მისი ჯანი  = 1 / 1,618 = 0,618............. \(\Delta\)N = ..........

-----------------------------------

ოლეგი გაბრიაძე