შეკითხვა:

ეს ორი ამოცანა მინდა და აღარ მოგწერთ სხვადროს

1.სპილენძის ქვაბში ჩასხმულია მისივე მასის წყალი რომელი მათგანის გათბობაზე დაიხარჯება მეტი ენერგია? რამდენჯერ მეტი?

2.40 გრადუსცელსიუსი ტემპერატურის 150ლ წყლის მისაღებად შეურიეს 16გრადუცელსიუსიანი ცივი და 80 გრადუსცელსიუსიანი ტემპერატურის ცხელი წყალი განსაზღვრეთ ცივი და ცხელი წყლის მოცულობები

პასუხი:

1)   რადგანაც ქვაბი და წყალი ერთდროულად თბება, ეს ნიშნავს რომ მათი ტემპერატურები ერთნაირად მატულობენ... ანუ მათ   თავიდან ექნებოდათ  ერთნაირი რაღაც t1 ტემპერათურა   და გათბობის შემდეგ ასევე ერთნაირი t>t1  ტემპერატურა     გათბობისას  ქვაბი სახურებლიდან მიიღებდა Qსპ = cსპmსპ(t2 -t1 სითბოს, ხოლო    წყალი კი   Qწყ = cწყmწყ(t2 -t1)    სითბოს. შევადაროთ ისინი: გავითვალისწინოთ რომ   mსპ = mწყ               Qწყ Qსპ cწყ cსპ   ..... მოიძიე ცხრილებში კუთრი სითბოტევადობები და  დაადგინე მათი ფარდობა (რამდენჯერ.....)

2)   ცნობილია Vცხ + Vცივ = 150 ........(1).....

 (m = \(\rho\)V)

ცივი გაცხელდა   16  - დან    40- მდე....... მიიღო სითბო -------  Q = c\(\rho\)Vცივ(40-16)

ცხელი გაცივდა    80 დან  40-მდე  ..... გასცა სითბო     ------        Q = c\(\rho\)Vცხ(80-40)

 

დაწერე სითბური ბალანსის განტოლება,     ანუ

ცხელი წყლის მიერ გაცემული სითბო = ცივი წყლის მიერ მიღებული სითბო .........   c\(\rho\)Vცხ​(80-40) = c\(\rho\)Vცივ(40-16)

----------->>>>      40Vცხ​ = 24Vცივ       ---------->>>>      5Vცხ​ = 3Vცივ .......(2)

გაიხსენე   (1) განტოლება და ამოხსენი (2) -თან ერთად სისტემის სახით