შეკითხვა: | პირველ რიგში მოგესალმებით ვარ 8 კლაში და ეს ამოცანები ვერ გავიგე გთხოვთ დამეხმარეთ 1.განსაზღვრეთ, რა სიმაღლემდე შეიძლება ავიტანოთ წყალი იმ ენერგიით რომელსაც იგი გასცემს 1გრადუსცელსიუსით გაცივბისას 2.რამდენი კგ ტორფის დაწვისას გამოიყოფა იმდენი, ითბო რამდენსაც 10კგ ნავთი გამოყოფს დაწვისას |
---|---|
პასუხი: | სხეულის გაცივებისას სითბოს სახით გამოიყოფა შინაგანი ენერგიის გარკვეული ნაწილი Q = cmწყ(t1 - t2) და თუ ამ ენერგიას უდანაკარგოდ მოვახმართ ტვირთის რაიმე სიმაღლეზე ატანას, ანუ მისთვის E = mწყgH პოტენციური ენერგიის მინიჭებას მაშინ დავწერთ, რომ cmწყ(t1 - t2) = mწყgH ------>>>> H = ???
საწვავის დაწვის შედეგად სითბოს სახით გამოიყოფა მასში არსებული შინაგანი ენერგია Q = qm ....q - მოცემული კონკრეტული საწვავის წვის კუთრი სითბოა, რომლის მოძიება შესაძლებელია შენი სასკოლო სახელმძღვანელოს ან ამოცანათა კრებულის ბოლო გვერდებზე. -------------------------------- და საერთოდ ასეთ მარტივ ამოცანებს მასწავლებელი გაკვეთილზეც გიხსნით... ამიტომ იყავი ყურადღებით. |