შეკითხვა: | გამარჯობა!! ვიცი რომ ძაან ადვილია მაგრამ სრული პასუხები მჭირდება და გთხოვთ რა დამეხმაროთ.... 1. სხვაასხვა ნიშნის მუხტის მქონე ორი სხეული შეეაერთეს მეტალის გამტარით, რა მიმართულება ექნება დენს გამტარში? რა მიმართულებით ამოძრავდებიან ელექტრონები?რა არის საჭირო ელექტრონების მოძრაობის შესანარჩუნებლად? 2.რატომ არ შეიძლება რომ ელექტრონების სითბურ მოძრაობას ელექტრული დენი ვუწოდოთ? 3.ამპერმეტრის გარეშე როგორ გავიგებთ გადის თუ არა დენი გამტარში? ინდიკატორის მეშვეობით ალბათ ხოო? მადლობა დიდი წინასწარ :* :* |
---|---|
პასუხი: | 1)...თუ უარყოფითად დამუხტულ ლითონის A სხეულს მეტალის(ლითონის) გამტარით (ან მარილხსნარში დასველებული თიკით) შევაერთებთ დადებითად დამუხტულ ასევე ლითონის B სხეულთან, მაშინ A -ზე არსებული ჭარბი ელექტრონები გადავლენ B -ზე...ანუ იქ, სადაც მათი ნაკლულობაა. ამ დროს იტყვიან, რომ გამტარში გადის დენი B - დან A - კენ. მაგრამ ელექტრონების ეს დინება იქნება მანამ, სანამ მოისპობა აღნიშნული სიჭარბე- ნაკლულობა. მუდმივი დინებისათვის კი საჭიროა ასეთი შავი სამუშაოს შესრულება: გამტარში არსებული ელ ველის მეშვეობით B -ზე გადმოსული ყოველ ელექტრონს მოკიდო ხელი და მისი ნების მიუხედავად გადააბრძანო ისევ უკან A სხეულზე... მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს შავი სამუშაო შეასრულო. გაგიმართლა და კაცობრიობას კარგახანია მოფიქრებული აქვს ამ შავი სამუშაოს შემსრულებელი მოწყობილობები... მათ დენის წყაროებს უწოდებენ. ესენია აკუმულატორები, გალვანური ელემენტები, გენერატორები და.... 2) იმიტომ რომ ელექტრონების სითბური მოძრაობა ქაოტიურია... მოუწესრიგებელია. ელ დენი კი დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მიმართული მოძრაობაა. 3) დენიანი გამტარის უშუალო ახლობლობაში მაგნიტური ისარი(კომპასი) იცვლის მიმართულებას (ჩრდილოეთი მიმართულების ნაცვლად უჩვენებს რუსთავი-2 -ის მიმართულებას )
|