შეკითხვა: | დიდი მადლობაა..ერთ ამოცანას მოგწერთ,.როგორ აგარ მივუდექი,მაგრაამ.. დენის წყაროს აქვს ვოლტმეტრის შესადარი წინაღობა.. წყაროს მომჭერებთან ჩართულმა ერთმა ვოლტმეტრმა აჩვენა 10 ვ, მის ნაცვლად ჩართულმა მეორე ვოლტმეტრმა კი 15 ვ. როცა ვოლტმეტრები შეაერთეს მიმდევრობით და ისე ჩართეს წყაროსთან, პირველმა აჩვენა 4ვ და მეორემ 12ვ.იპოვეთ წყაროს ემ ძალა. |
---|---|
პასუხი: | როგორც მოგეხსენება რაიმე დატვირთვაზე ძაბვის გასაზომად მასზე პარალელურად უნდა ჩავრთოთ ვოლტმეტრი... მაგრამ ვოლტმეტრიც ელექტრული ხელსაწყოა... მაგნ ველში დენიან ჩარჩოზე მაბრუნებელი მომენტით მოქმედებს და ისარიც შესაბამის ძაბვას აჩვენებს. მაგრამ იმისათვის რათა ვოლტმეტრმა საკმაო სიზუსტით გვიჩვენოს გასაზომი ზაბვა, ამისათვის ვოლტმეტრს დატვირთვასთან შედარებით უნდა ქონდეს გაცილებით დიდი წინაღობა Rv >>> Rდატვ.... და ეს იმიტომ, რათა დენის განშტოებისას დატვირთვასა და ვოლტმეტრს შორის ვოლტმეტრში ''გადაუხვიოს'' უმნიშვნელო დენმა....რათა ძირითადმა დენმა მნიშვნელოვანი ცვლილება არ განიცადოს და შესაბამისად ვოლტმეტრის ჩვენება შეძლებისდაგვარად უმნიშვნელოდ ჩამორჩეს გასაზომ ძაბვას. ანალოგიური მსჯელობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დატვირთვასთან მიმდევრობით ჩართული ამპერმეტრის საკუთარი წინაღობა პირიქით დამოკიდებულებაში უნდა იყოს დატვირთვის წინაღობასთან, რათა მისი ჩვენება უმნიშნნელოდ ჩამორჩებოდეს გასაზომი დენის მნიშვნელობას RA <<< Rდატვ. ჰოდა შენს ამოცანებში ის შემთხვევებია განხილული როცა აღნიშნული პირობა დარღვეულია... ვოლტმეტრის წინაღობა დენის წყაროს სადარია, მისი რიგისაა... და ეს მაშინ, როცა დენის წყაროს შიგა წინაღობა სასურველია რომ გარე დატვირთვის წინაღობაზე მცირეც კი იყოს. ეს ამოცანა ანალოგიურია იმ საინტერესო ამოცანისა, რომელიც ამას წინათ ამოვხსენით... მეტიც - შედარებით გაადვილებულია...გარე დატვირთვის როლში მხოლოდ ვოლტმეტრები გვევლინებიან. მაშ, აიღე ორი დამოუკიდებელი შეკრული წრედი დენის წაროსთან შეერთებული R1 და R2 წინაღობის ვოლტმეტრებით... ომის კანონები შეკრული წრედისათვის: I1 = \(\varepsilon\)/(R1+r) = 10/R1 .... (1) I2 = \(\varepsilon\)/(R2+r) = 15/R2 .... (2) ---->>> \(\varepsilon\) = 10(R1+r)/R1 =15(R2+r)/R2 ....(3) ------>>> 2 + 2r/R1 = 3 +3r/R2 .....(4) დაბოლოს მიმდევრობით შეერთებული ვოლტმეტრების შემთხვევაში I3 = \(\varepsilon\)/(R1 +R2 + r) = 4 / R1 = 12 / R2 = (4+12) /(R1 + R2) .... (5) ---->>> R2 = 3R1 პლიუს (4) ---->>> R1 = r და R2 = r დაბოლოს (3) -დან \(\varepsilon\)= 20 ვ --------------------------- ოლეგი გაბრიაძე |