შეკითხვა:

გამარჯობა,ბატონო ოლეგ,ამ ამოცანაში თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან
 220 ვ ძაბვის წყაროს დახმარებით უნდა ვკვებოთ 40 ვ ძაბვაზე გაანგარიშებული 100 ვტ სიმძლავრის ნათურა. როგორი წინაღობის რეზისტორი უნდა იყოს მიმდევრობით მიერთებული ნათურასთან?

პასუხი:

ნათურასთან მიმდევრობით უნდა ჩავრთოთ დამატებითი წინაღობა, რომელიც თავისთავზე აიღებს  220 - 40=180ვ ძაბვის  ''დარტყმას''... მოხმარებას.     R = 180/I.......  I დენის ძალა კი უნდა გაიგო  ნათურას პარამეტრების მოშველიებით. გითხრეს რომ ნათურა გაანგარიშებულია 40 ვ ძაბვაზე  და  მისი  სიმძლავრე  100 ვტ-იაო!

გაიხსენე დენის სიმძლავრის ფორმულები: P = UI = U2/R = I2R   და მათგან შეარჩიე ისეთი, რომელიც ამოგახსნევინებს დენის ძალას.... შემდეგ კი დაუბრუნდი წინაღობას