შეკითხვა:

გამარჯობათ. მაინტერესებს როდის წარმოიქმნება ნისლი მდინარეზე ან მთაში?როგორ მოძრაობს ახლად წარმოქმნილი ნისლი? და მეორე: შესაძლებელია თუ არა თხევადი მეტალით წყლის გაყინვა?

დიდი მადლობა დახმარებისთვის.

პასუხი:

ნისლი წარმოადგენს კონდიცირებულ ორთქლს. მდინარის ზედაპირიდან მუდმივად ხდება წყლის აორთქლება. თუ ჰაერის ტემპერატურა მდინარის ზედაპირთან ახლოს ნაკლებია მდინარის ტემპერატურაზე, მაშინ მისი ზედაპირიდან აორთქლებული აირის კონდიცირება ხდება და წარმოიქმნება ნისლი. ნისლი მდინარის თავზე ხშირად წარმოიქმნება შემოდგომით, როცა ჰაერის ტემპერატურა უფრო სწრაფად იკლებს ვიდრე წყლის. მთაშიც დღის განმავლობაში ხდება ტენის აორთქლება. თუ ჰაერის ტემპერატურა დაეცემა (უფრო ხშირად მოსაღამოებისას, შეიძლება მოღრუბვლის გამოც) მთის თავზე წარმოიქმნება ნისლი. რადგან ნისლი წარმოადგენს კონდიცირებულ აირს, მისი სიმკვრივე გარემომცველ აირზე მეტია, და შესაბამისად იგი მძიმეა ვიდრე აირი. ამიტომ ნისლი ეშვება ქვევით.

რაც შეეხება თხევადი მეტალით წყლის გაყინვას - ეს შესაძლებელია. ერთადერთი მეტალი რომლის გამყარების ტემპერატურაც არის უარყოფითი (-39 გრადუსი ცელსიუსი), არის ვერცხლისწყალი. ასე, რომ თუ ვერცხლისწლის ტემპერატურას შევამცირებთ უარყოფითამდე და მასთან კონტაქტში მოვიყვანთ წყალს, წყალი გაიყინება (წყლის გაყინვის ტემპერატურა არის ნული გრადუსი ცელსიუსი).