შეკითხვა: | გამარჯობა. მასწავლებელმა წყლიან ჭიქაში კოლბა ჩადო ვიწრო ყელით, ხელები მოუჭირა თავზე და ცოტა ხნის შემდდეგ ბუშტუკი ამოვიდა. გთხოვთ ამიხსნათ ეს ცდა. რატომ? რა მოხდა? |
---|---|
პასუხი: | ცარიელი(ანუ შიგ მხოლოდ ჰაერია) კოლბის ვიწრო ყელი ოდნავ უნდა ჩავყოთ წყალში... ამ დროს წყალს, კოლბას და მასში არსებულ ჰაერს ექნება გარემოს (ოთახის) ტემპერატურა... თქვენს შემთხვევაში მასწავლებელი ამ ცდას ჩაატარებდა სავარაუდოდ 18--22oC -ზე. ვიცით რომ ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა 37 oC -ია. კოლბაზე ხელის შემოხვევით(უნდა ვცადოთ კოლბის წყალზედა ნაწილი მაქსიმალურად მოვიქციოთ ხელისგულებში) კოლბას და მასში არსებულ ჰაერსაც ხელიდან გადაეცემა სითბო. რის შედეგად მისი ტემპერატურა მატულობს-->> წნევაც მატულობს--->> ფართოვდება და რადგანაც ყელი ოდნავ არის ჩაშვებული წყალში, კოლბაში არსებული ჰაერი ბუშტულაკის სახით ახერხებს ყელიდან ''გამოძრომას"..... ''ბუყ-ბუყ''. მაგრამ თუ კოლბის ყელს ღრმად ჩავყოფთ წყალში, მაშინ შესაძლოა ჰაერი იმდენად ვეღარ გაფართოვდეს რომ ბუშტულაკი გამოძვრეს ... ------------------------------------------------------------------- ახლა კი შენ თვითონ დააყენე ასეთი მარტივი ცდა: აიღე მინის დიდი ჭიქა და თითქმის ბოლომდე შეავსე ცივი წყლით. შემდეგ აიღე მინის გამჭვირვალე რაც შეიძლება ვიწრო და გრძელყელიანი ბოთლი (კოლბა მთლად უკეთესია)... წინასწარ გააცხელე ეს ბოთლი (ფრთხილად, ხელი არ დაიწვა) საკმაოდ ცხელი წყლის ან თმის საშრობი fენის დახმარებით და ყელით ოდნავზე მეტად ჩაყავი ჭიქაში არსებულ ცივ წყალში... მიეცი ბოთლს(კოლბას) გაგრილების საშუალება, რისთვისაც თითებით(და არა ხელისგულებით) ფრთხილად დაიკავე. დაიცადე 2-5 წთ და იმავდროულად დააკვირდი წყლის დონეს ყელის შიგნით და გარეთ ... რა ხდება? (ბოთლის ყელი აუცილებლად წყალში იყოს ჩაშვებული) ახსენი შედეგი. --------------------------------- მომწერე
|