შეკითხვა: | შეგაწუხეთ მაგრამ მჭირდება ეს ამოცანა კატერს რომელიც დინების საპირისპირო მიმართულებით მიდის შეხვდა ტივი შეხვედრიდან 35წუთის შემდეგ კატერი მიადგა ნაპირს სადაც დაყოვნდა 25 წუთით ამის შემდეგ კატერი დაბრუნდა უკან (წყლის მიმართ მოდულით იმავე სიჩქარით) და 1 საათში დაეწია ტივს პირველი შეხვედრის ადგილიდან 5კმ-ის დაშორებით მდინარის დინების სიჩქარე მუდმივ სიდიდედ ჩათვალეთ და განსაზღვრეთ იგი, რას ნიშნავს სიჩქარე მუდმივია? შეგაწუხეთ ძალიან |
---|---|
პასუხი: | გელა! ეს ამოცანა ძალიან მარტივია... უბრალოდ, არ უნდა დაიბნე... წარმოიდგინე დგახარ მდორე მდინარის პირას...ზაფხულია, ცხელა...ყოველი შემთხვევისთვის კეპიც დაიხურე. მდინარე საკმაოდ მდორედ მუდმუვი სიჩქარით(ანუ თანაბრად) მიედინება მარჯვნივ(ე.ი. მარჯვნივ ოდნავ დაღმართია, მარცხნივ კი ოდნავი აღმართი). '' მდორედ'' -თქო, ე. ი. ვიგულისხმე ნელი დინება... არანაირი განსაკუთრებული ტალღები და არც არავინ ყვირის არიქა მიშველეთ, ვიხრჩობიო...სად გცალია საშველ;ად - შენ ხომ ექსპერიმენტს ატარებ: მდინარის საჩქარე უნდა დაადგინო... შენი დგომის წერტილი აღნიშნე O და საკოორდინატო ღერძი მიმართე მარჯვნივ. დავუშვათ დინების სიჩქარე ნაპირის მიმართ არის v კმ/სთ... როცა საუბარია ტივის შესახებ, იგულისხმება ჩველულებრივი ხის მორების სისტემა, რომლებიც დინებას მიაქვს... ანუ ტივიც v კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს ნაპირის მიმართ. ჰოდა შევკრათ მე და შენ ტივი და დროებით თოკით მივაბათ ნაპირთან... ცივი ლუდიც მოვიმარაგოთ და დაველოდოთ ქვემოდან ამომავალ კატერს... აი იგიც და როდესაც ჩვენ გაგვისწორდება ( '' არ გატყდომას'' კი არ ვგულისხმობ) გადავჭრათ თოკი და ჰაიდა... ჩვენ დაღმა v კმ/სთ მუდმივი (ერთიდაიგივე) სიჩქარით და კატერი კიდევ აღმა რაღაც სიჩქარით. კატერი რისი კატერია... რას ბღუის!!... ტატატატა....სიჩქარეს ხან უკლებს და ხან ანელებს, რას გაუგებ... ახალგაზრდები მართავენ საჭეს. ჰო, ჰო, ჰო... რა ნიავმა დაუბერა ბჯოო!.. ''სატივეზე ტივი შევკარ, ნეტავი რა მეტივება... დამავიწყდა მე ტივური, გული სავდით მეტირება" ... გსმენია მოხუცი მეტივეს ასეთი სიმღერა?.... ჰო, შენ რა გქვია?... გელა?.... გელა კაი სახელია, ოლეგის ნამდვილად ჯობს... ჰოდა ამასიმასობაში, აქეთურში და იქეთურში კაი დროც გასულა... ლუდიც შემომეუყლურწა....რომელი საათია?... რაიო?... საათი არ მაქვსო?.. აბა რაის ექსპერიმენტი გაქვს დროს თუ ვერ საზღვრავ... სიჩქარეს როგორღა გამოთვლი?!... ჰაიტ!.. მასე გინდა მოუჯოკრო აინშტაინს?? მაგრამ გეშველა... ზემოდან ის კატერი მობღუის წეღან რომ აგვიარა და იმ ბიჭებს ვკითხოთ ჩვენი მგზავრობის ხანგძლივობის შესახებ. აი, ისინიც გაგვისწორდნენ და.... აი, რას მოგვიყვნენ ბიჭები: 1) თქვენთან პირველი შეხვედრის შემდეგ აღმა ვიარეთ 35 წთ... და 2) ნაპირთან შევისვენეთ 25 წთ... და შემდეგ 3) დაღმა ვიარეთ თქვენთან შეხვედრამდე 1 სთ... და მთავარი: 4) პირველ შეხვედრის ადგილსა და მეორე შეხვედრის ადგილს შორის დაშორება ნაპირის მიმართ არის 5 კმ... ავშენდით!!!... ავშენდიიიით! ბიჭო გელა... რამდენი წუთი გვიმგზავრია მე და შენ ერთად კატერთან პირველი შეხვედრიდან მეორე შხვემდრამდე?...... 35 + 25 + 1 ??? ბჯოო, 1 სთ ხომ წუთებში უნდა გამოსახო და ე.ი. რამდენი წუთი??? ყოჩაღ... 35 + 25 + 60 = 120 წთ = 2 სთ და რამდენი კილომეტრი გაიარეთო მაგ ლაზღანდარობაშიო...რა თქვეს ბიჭებმა? - 5 კმ-იო. და რა სიჩქარით უმგზავრია ჩვენს ტივს?... ყოჩაღ! .... v = 5/2 = 2,5 კმ/სთ და რისი ტოლია დინების სიჩქარეო?... 2, 5 კმ/სთ??? ... ვითომ??... მართლა გჯერა???... არ იქნება ბიჭო მასე მცირე... მასე მოზოზინობს ენგური???... ენგურზე კიარა ალაზანზე ვბანაობდით ??? ჰოო!!!.... ''ალაზანი დიდია... შიგ ბებერი ჰკიდია... იმ კატერის სიჩქარეც სულ ფეხებზე გვკიდია ''.. ალაზანო და ალაზანოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ------------------------------------------------------- ჰო, მართლა ... რა სიჩქარით მოძრაობდა კატერი???????????? მიპასუხე ამ კითხვაზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! -------------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|