შეკითხვა:

დირექტორი ადგილიდან ახტა 70სმ სიმაღლეზე.ახტომის ადგილიდან დასავლეთით რა მანძილზე დაეშვებოდა მოსწავლე მიწაზე,რომ ის ახტომის დროს დედამიწასთან ერთად არ გადაადგილდეს?დირექტორი ხტება ქალაქ ბარსელონაში,რომლის რადიუსი ჩავთვალოთ,რომ არის 3200კ/მ.                                     P.S მადლობა რო მეხმარებით თქვენს გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა  თუ დაგღალეთ კიტთხვებით მითხარით :)   მადლობა წინასწარ .   და ერთი კიდე თუ გახსოვთ ამოცანა რო მოგწერეთ  წრის ნაწილებზე  იქ 1 და 2 სხეული მესამე ნაწილში კი არ მივიდა არამედ  მეოთხე ნაწილში. ამოცანის პირობა ამერია. თორემ მესამე ნაწილში რო მისულიყო გასაგებია რომ სწორი პასუხი 2-ია :)

პასუხი:

ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ დირექტორი ახტა ისევ დირექტორი ჩამოხტეს რომ ამოცანა შეიკრას, თორემ არასაკმარისი პირობები გამოგვივა. ახლა შევუდგეთ ამოცანას. დირექტორის ახტომის სიმაღლე აღვნიშნოთ \(h\)-ით და \(h\)=70სმ. ბარსელონას განედის რადიუსი აღვნიშნოთ \(R\)-ით და \(R\)=3200კ/მ. გვეკითხებიან დირექტორის ახტომის წერტილმა რა \(S\) მანძილი გაიარა იმ \(t\) დროში სანამ დირექტორი ჰაერში იყო. თავისუფლად ვარდნილი სხეულის ვარდნის დრო არის

 (იხ. ბმული), იგივე დრა საჭირო \(h\) მანძილზე ზევით ახტომისთვის ამიტომ t=2t, ანუ

\(t=2\sqrt{\frac{2h}{g}}\)    (1)

წრეწირზე მოძრაობისას წერტილს ბარსელონაში აქვს სიჩქარე v = ωR (სადაც  ω არის დედამიწის ბრუნვის კუთხური სიჩქარე და \(\omega =\frac{2\pi }{24}\)სთ-1 ) და შესაბამისად t დროში გაივლიდა მანძილს

\(S=vt=\omega Rt\)             (2)

ჩავსვათ (2)-ში გამოსახულება (1) და მივიღებთ

\(S=2\omega R\sqrt{\frac{2h}{g}}\)

ჩასვით რიცხვითი მნიშვნელობები.

 P.S. რაც შეეხება ძველი პასუხების გახსენებას თუ ჩავთვლით რომ სხეული იმყოფებოდა პირველი ნაწილის დასაწყისში და მივიდა მესამე ნაწილის დასაწყისში, მაშინ გამოუვა გავლილი ორი ნაწილი, ხოლო თუ პირველ ნაწილში იყო და მთლიანად ეკავა იგი და გადავიდა მეოთხე ნაწილში და მთლიანად დაიკავა იგი, მაშინ მაინც ორი ნაწილი გამოსდის გავლილი. ასე, რომ ეს დამოკიდებულია დეტალებზე.