შეკითხვა:

რაზეა დამოკიდებული სრიალის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა?

პასუხი:

სრიალის ხახუნის ძალა ტოლია ხახუნის კოეფიციენტისა და საყრდენის რეაქციის ძალის ნამრავლის. ხახუნის ძალა მაქსიმალური იქნება თუ კოეფიციენტიც და რეაქციის ძალაც მაქსიმალური იქნება. ჩვეულიბრივ ხახუნის  კოეფიციენტი ერთზე ნაკლები სიდიდეა. ის შეხებაში მყოფი სხეულიბის მასალაზე  და ზედაპირი დამუშავების ხარისხზეა დამოკიდებული. საყრდენის რეაქციის ძალა კი მაქსიმალური იქნება მაშინ თუ სხეულს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ყოველგვარი დახრილობის კუთხის გარეშე ვასრიალებთ, ამ შემთხვევაშისაყრდენის  რეაქციის ძალა მაქსიმალურია და რიცხობრივად სხეულის სიმძიმის ძალის ტოლია. ვრცლად ხახუნის ძალის შესახებ შეგიძლიათ იხილეთ ჩვენს საიტზე არსებული თეორიული მასალა.