შეკითხვა: | ჩემ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია მხოლოდ ერთხელ ისიც გვიან ახლა ძალიან მჭირდება ამ ამოცანის პასუხი იმედია მიპასუხებთ გთხოვთ ხუთ ტოლ ნაწილად გაყოფილი ფიცარი იწყებს მოძრაობას დახრილ სიბრტყეზე პირველმა ნაწილმა 1წამში ჩაუარა ნიშნულს რომელიც გაკეთებულია დახრილ სიბრტყეზე ფიცრის პირველი ნაწილის დასაწყისში რამდენ წამში ჩაუვლის ამ ნიშნულს მეხუთე ნაწილი? პას:0.47 წმ ერთსაც გთხოვთ განსაზღვრეთ თუ რამდენჯერ ნაკლებია ტყვიის სიჩქარის მოდული ლულის შუაში ტყვიის სიჩქარის მოდულზე ლულიდან გამოვარდნის მომენტში. ...... პასუხი:1.41 ჯერ
|
---|---|
პასუხი: | მოძრაობის ფარდობითობიდან გამომდინარე ამოცანა ასე წარმოიდგინე: რომ შენ( ანუ ''ნიშნული'') იწყებ თანაბარაჩქარებულ სირბილს ხუთტოლნაწილად დაყოფილ დახრილ სიბრტყეზე ქვემოდან ზემოთ... გეკითხებიან მეხუთე ნაწილის გავლის ხანგძლივობას, თუ პირველი ნაწილი აირბინე t1= 1 წმ-ში. ერთი ნაწილის სიგრძე აღნიშნე x -ით და აქარება a- თი , მაშინ პირველი ნაწილისათვის x = at12/2 = a/2 ..... (1) მეხუთე ნაწილის არბენის დრო კი tმეხუთე = t5 - t4, სადაც t5 და t4 ზოგადად მთლიანი 5x და 4x სიგრძის არბენის ხანგძლივიბააა : 5x = at52/2 4x = at42/2 (1) - ის გათვალისწინებით 5 = t52 და 4 = t42 --------.>>>>>> t5 = ფესვი5-დან = 2, 236 და t4 = 2 ----------->>>>>>>>>>> tმეხუთე = ?? წმ -------------------------------------------- ტყვიის გავლილი მანძილი ნახევარი ლულის შემთხვევაში .... S/2 = v12/2a და მთლიანი ლულისათვის ..... S = v22/2a --->>>>> აქედან დაადგინე v2/v1 = ??? ----------------------------------------------- იმასაც იკითხავ, თუ რატომ არ დაემთხვა პასუხი პირველ ამოცანაში?...... ჰა???? ************************** გაბრიაძე ოლეგი
|