შეკითხვა: | გამარჯობათ ძალიან გთხოვთ ეს ამოცანა მაინც ამომიხსენით :( წინა ამოცანები უპასუხოდ დამიტოვეთ ამაზე მაინც ნუ დამტოვებთ მასე. ძალიან მჭირდება. რა მუშაობა სრულდება m=423კგ. მასის სხეულის 4 მეტრ სიმაღლეზე 2 წამში თანაბარაჩქარებულად ატანისას. g=10მ/წმ2 |
---|---|
პასუხი: | თორნიკე! შენი ამოცანების უმრავლესობა ძალიან მარტივია.... ბევრ მათგანზე ან მის ანალოგიურებზე პასუხები უკვე გაცემული გვაქვს, საჭიროა წინა გვერდების დათვალიერება... და მთავარი: ამ საიტით იმ შემთხვევაში უნდა ისარგებლო, თუ ფიზიკის სწავლა გინდა და არა სხვის მიერ ამოხსნილი დავალებების გაუთვითცნობიერებლად გადაწერა. რა მუშაობა სრულდება-ო .... შენი აზრით ვის(რის) მიერ შესრულებლ მუშაობაზეა საუბარი?................ ჰა მეთქი, ამოიღე ხმა... როგორც ჩანს საუბარია რაიმე ამწევი ძალის მუშაობაზე... სხეულს უნდა მოვდოთ ზემოთ მიმართული რაიმე F ძალა , რომელიც მეტი უნდა იყოს სიმძიმის ძალაზე, რათა სხეული ავიდეს ზემოთ აჩქარებული მოძრაობით. და რისი ტოლია ძალის მუშაობა-ო?... A = FH ... (1). ნიუტონის მეორე კანონის თანახმად F - mg = ma ----->>>> F = m(g+a) ...(2) აჩქარების დადგენა კი თავისმრივ შესაძლებელია უსაწყისო სიჩქარით თანაბარაჩქარებული მოძრაობის კინემატიკის გამოყენებით (არ დაიბნე კაცო! ... მაგრად დადექ!) H = at2/2 ---->>>> a = 2H/t2 .... (3) ჩასცვი (3) --->>> (2)-ში .... შემდეგ (2) --->>> (1)-ში და ამოხსენი A = ??? ჯ -------------------- რაიო?... დაახლოებით 20 კჯ-ო?..... ზუსტად დათვალე.... ----------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე -------------------------
|