შეკითხვა:

სხეული რომ აისროლეს, ის ამოცანა მე სხვანაირად ამოვხსენი.თუ გაინტერესებთ, კოლექციისთვის: ვიცით, რომ h=3/4 H, Vmax=gT, H=gT2/2.  ვწერთ კოორდინატის ფორმულას: y=y0+v0yt+gyt2/2   y მივმართოთ ზევით და დავაგეგმილოთ: 3/4 H=Vmaxt-gt2/2,  3gT2/8=gTt-gt2/2,  4t2-8Tt+3T2=0   ----->>>   t=T/2   ან  t=3T/2. ასე უფრო სრულყოფილია, რადგან იმ სიმაღლეზე ორჯერ იყო.(მიყვარს კვადრატული განტოლება)

 

პასუხი:

კი ბატონო... სრულყოფილია.

-------------------------

ცნობისათვის: მალხაზის იდეა იყო ამ ამოცანის ე.წ. ''ტესტური ვარიანტის'' - ანუ წინასწარ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან  სწორი პასუხის სწრაფად შერჩევის  გზა.