შეკითხვა:

გამარჯობათ.შესანიშნავი საიტია მადლობას გიხდით ამისთვის, მაქვს ასეთი შეკითხვა: როგორ შეიცვლება ორი ბურთულის მიზიდულობის ძალა მათ შორის მანძილის ორჯერ და ერთ-ერთი ბურთულის მასის 4-ჯერ გაზრდისას?

პასუხი:

გაგიმარჯოს!

საიტი მართლაც შესანიშნავია... განსაკუთრებით კი  მათთვის, ვისაც სურს ფიზიკის შესწავლა. ამისთვის კი ფიზიკის სახელმძღვანელოს გადაშლაცაა საჭირო(ჩვენს საიტზეც დევს როგორც სახელმძღვანელო, ასევე კონსპექტიც),  სადაც უნდა მოიძიო მსოფლიო მიზიდულობის კანონი:  სხეულებს შორის გრავიტაციული მიზიდულობის ძალა პროპორციულია  მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა-ო........ F = Gm1m2/R2

შენს ამოცანაში მარტო მანძილის 2-ჯერ გაზრდა გამოიწვევს ძალის 22 = 4-ჯერ  შემცირებას(მნიშვნელი!), ხოოომ?

მარტო ერთერთის მასის 4-ჯერ გაზრდა კი თავისმხრივ გამოიწვევს ძალის 4-ჯერ  გაზრდას (მრიცხველი!), ხოომ?

ორივე ფაქტორის  ერთდროული შეცვლა კი გამოიწვევს ვითომ რამეს? ....'' საკითხავი აი ეს არისო'' - ჩაფიქრდა ჰამლეტა.

მჯერა, რომ დაეხმარები ჰამლეტას ამ დილემის გადაჭრაში.

შემდეგ კი გთხოვ მეც დამეხმარო ასეთი დილემის გადაჭრაში : როგორ შეიცვლება მიზიდულობის ძალა, თუ ერთი ბურთულას მასას გავზრდით 50%-ით, მეორის მასას კი შევამცირებთ 50%-ით და იმავდროულად მათ შორის მანძილს შევამცირებთ 2-ჯერ? აბა შენ იცი, ველი პასუხს.... არ დამაღალატო თუ კაცი ხარlaugh