შეკითხვა: | ბატონო ოლეგ, მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ამოცანების ასეთი ახსნისთვის! ჩემი კითხვა: გამტარი ჩადეს ნავთში და დამუხტეს, შემდეგ იზოლატორით ამოიღეს და ჩადეს წყალში (გამოხდილში). შეიცვლება თუ არა მისი ელექტროტევადობა? |
---|---|
პასუხი: | იზოლირებული (განცალკევებული, ანუ მარტოდმყოფი) გამტარის ელექტროტევადობა(მუხტის დატევის უნარიანობა... დაგროვების უნარიანობა) ვაკუმში დამოკიდებულია მხოლოდდამხოლოდ მის გეომეტრიულ ზომებზე... მაგ განმარტოვებული ლითონის სფეროს ელექტროტევადობა C = R/k....( გამომდინარეობს ელექტროტევადობის ზოგადი განმარტებიდან C = q/\(\varphi\)) მაგრამ თუ ამ გამტარს მოვათასებთ რაიმე \(\epsilon\) დიელექტრიკული შეღწევადობის გარემოში, ცხადია მისი ელექტროტევადობა გაიზრდება \(\epsilon\) -ჯერ ..... ასე, რომ თუ შენი გამტარის ელტევადობას ვაკუმში აღვნიშნავთ C -თი, მაშინ ნავთში (\(\epsilon\) = 2 ) მისი ტევადობა იქნება 2C, ხოლო წყალში(\(\epsilon\)=81) კი 81C.... შენი ამოცანის პირობის თანახმად თუ ნავთში ამ გამტარს დავმუხტავდით რაიმე მუხტით, შემდეგ მას იზოლატორით ამოვიღებდით (რაც თავისმხრივ იმას ნიშნავს, რომ მუხტი არ დაგვეკარგებოდა) და ჩავუშვებდით წყალში, ტევადობის 81/2 ჯერ გაზრდის გამო ამდენჯერვე შემცირდებიდა მისი პოტენციალი... მეტი არაფერი. მაგრამ თუ შემოვიტანდით ე.წ. ''გარღვევის'' პოტენციალის ცნებას, რომელზეც დაგროვილი მუხტი მაქსიმალურია და თუ დავუშვებდით, რომ ნავთშიც და წყალშიც ეს ''გარღვევის'' პიოტენციალები ერთიდაიგივეა, მაშინ წყალში გადატანისას შესაძლებელი იქნებოდა მისი კიდევ 81/2 -ჯერ ზედმეტად გადამუხტვა ... მეტი მაქსიმალური მუხტის გადაცემა. |