შეკითხვა: | წრეწირი დაყოფილია 4 ტოლ ნაწილად(ყოველ ნაწილში დგება 90 გრადუსიანი კუთხე).პირველი სხეული 1 ნაწილში დგას. ხოლო მეორე სხეული 2 ნაწილში.მათ ერთდროულად დაიწყეს მოძრაობა და მივიდნენ 3 ნაწილში.რამდენჯერ განსხვავდება პირველი და მეორე სხეულების ბრუნვის პერიოდები ერთმანეთისაგან. სავარაუდო პასუხები ა)2/3 ბ)3/2 გ)1/2 დ)2 მე სულ ვიღებ 3/2 დს მაგრამ სწორი პასუხი არის 2. ვერაფრით ვერ მივხდი როგორ. მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | პირველმა სხეულმა ორი ნაწილი გაიარა (პირველი ნაწილიდან მესამეში მივიდა) იმ დროში რა დროშიც მეორე სხეულმა გაიარა ერთი ნაწილი (მეორე ნაწილიდან მესამეში მივიდა). ამიტომ ვასკვნით, რომ პირველი სხეულის სიჩქარე ორჯერ მეტია მეორის სიჩქარეზე და შესაბამისად სრულ წრეს ორჯერ ნაკლებ დროში გაივლის ვიდრე მეორე. აქედან პირველი სხეულის პერიოდი 2-ჯერ ნაკლებია მეორე სწხეულის პერიოდზე. |