×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 1377
შეკითხვა:

მადლობა დიდი <33... დენის წყაროდან გამორთული დამუხტული,ბტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შეამცირეს.განსაზღვრეთ,როგორ შეიცვალა კონდენსატორის ტევადობა და ელექტრული ველის ენერგია.

პასუხი:

ეს ამოცანა უკვე მარტივია.... სახელმძღვანელოში  უნდა ჩაიხედო და ბრტყელი კონდენსატორის   ელექტროტევადობის     ფორმულა ნახო:  \(C =\epsilon _{o}\varepsilon \frac{S}{d}\)    სადაც   d - კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილია და   როგორ შეიცვლება ტევადობა თუ ეს  მანძილი 2-ჯერ შემცირდება?...... არა ბატონო  1764, 08 -ჯერ არ შეიცვლება.

შემდეგ უნდა მოიძიო  \(W= \frac{QU}{2} = \frac{Q^{2}}{2C}=\frac{CU^{2}}{2}\)    -----  ბრტყ კონდენსატორის

ერთგვაროვანი  ელექტრ ველის ენერგიის ფორმულებიც:  

და რადგანაც კონდენსატორი გამორთულია ძაბვის წყაროდანო, ამით ის გითხრეს , რომ  კონდენსატორზე თავდაპირველად გადაცემული მუხტი  არ იცვლებაო. და რომ ეთვათ:  ... კონდენსატორი ჩართულია ძაბვის ქსელში და  ფირფიტები ამ შემთხვევაში დააშორეს ერთმანეთს(ო), ამით იმაზე მიგვანიშნებდნენ, რომ ძაბვა არ შეიცვალა-ო.

მოკლედ უნდა გამოიყენო ფორმულის შუა ნაწილი და დაადგინო, თუ როგორ შეიცვლებოდა ენერგია  ფირფიტებს შორის მანძილის 2- ჯერ შემცირების შემთხვდევაში.....