შეკითხვა:

გამარჯობა,

45მ. სიმაღლიდან 3მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალურად გაისროლეს ბურთულა. რამდენჯერ დაეჯახება ბურთულა ჰორიზონტალურ ზედაპირს გასროლის მომენტიდან 22,5 წმ-ში? დაჯახებები დრეკადია. 

წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი:

პირველ რიგში უნდა გაითავისო ის ფაქტი, რომ ჰორიზინტალურად გასროლის სიჩქარეს არავითარი მნიშვნელობა აქვს.... გინდ 3მ/წმ და გინდ 39, 340872653................ მ/წმ  და მითუმეტეს   0. 59960(7)  კმ/სთ   სიჩქარით გაისროლე,    ვარდნის(ფრენის)  დრო იგივე იქნება, რაც უსაწყისო სიჩქარით ვარდნის შემთხვევაში, რომლის  გამოთვლაც ძალიან ადვილია h = gt2/2 ფორმულის დახმარებით  ..... t = 3 წმ  (ხომ????).....   ანუ  3წმ-ის განმავლობაში იგი ვარდება ქვედა მიმართულებით

და რადგანაც   საყრდენთან დაჯახებები დრეკადია-(ო).... ამით იმაზე მიგვანიშნეს, რომ დაჯახებისას  კინეტიკური ენერგია არ გადადის შინაგან ენერგიაში -(ო).... ანუ იგივე მოდულის სიჩქარით უკუ აირეკლება (ო)... ანუ იგივე სიმაღლემდე აირეკლება-(ო).... ანუ ზევითაც იგივე  3 წმ-ის განმავლობაში იმოძრავებს-(ო).....შემდეგ კი ისევ 3 წმ ქვემოთ  და ახალი არეკვლის შემდეგ ისევ სამი წმ ზემოთ და ასე შეეეეეეემდეეეეეეეეგ!!!!!!

ჩათვალე რომ დაჯახება იმდენად სწრაფია, რომ მასზე დრო არ იხარჯება და ახლა შენ თვითონ დაადგინე, თუ რამდენჯერ დაეჯახება  ბურთულა საყრდენს  გასროლიდან  22, 5 წმ-ის განმავლობაში  და  ამ მომენტისათვის  იგი ზევით მოძრაობის თუ ქვევით მოძრაობის მდგომარეობაში  იქნება   ???

რაღაც გუმანი მიგრძნობას, რომ ბურთულამ   22, 5 წმ-ში    57  დაჯახება ვერ უნდა მოასწროს ..... ჰა... ჰა   5,7 -მდე ''გაქაჩოს''wink... რას იტყვი შენ?

...... მომწერე!