შეკითხვა:

ერთი შეკითხვა მაქ. თანაბრადაჩქარებული მოძრაობისას  აჩქარების დროზე დამოკიდებულებისას  ხაზი ხო სწორად უნდა მიდიოდეს და რადგანაც აჩქარება მუდმივია  და ამ ერთ ამოცანაში ნახაზი  ზემოდან ქვემოთ ჩამოდის. რა ცუდია ნახაზს რო ვერ ვდებ :( თუ მიხვდით შეკითხვას ამიხსენით გთხოვთ ვიცი რო ცოტა გაუგებრად დავწერე მარა რა ვქნა.  მადლობა წინასწარ

პასუხი:

აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. თანაბარაჩქარებული მოძრაობა ნიშნავს რომ სხეულის სიჩქარის სიდიდე დროის ტოლ შუალედებში თანაბარი სიდიდეებით იზრდება, ანუ აჩქარების სიდიდე დროში მუდმივია, ანუ თუ გაქვთ აჩქარების სიდიდის დროზე დამოკიდებულების მრუდი, ის პარალელური უნდა იყოს დროის ღერძის. დააკვირდით თქვენს მიერ ხსენებულ ნახაზზე ღერძებზე რა არის გადაზომილი. მოსალოდნელია, მანდ გამოსახული იყოს სიჩქარის დროზე დამოკიდებულება.