შეკითხვა:

რამდენი პროცენტით უნდა შეიცვალოს სხეულის საწყისი სიჩქარე დამუხრუჭებისას,რომ აჩქარების 60 % ით გაზრდისას სამუხრუჭე მანძილი ამდენივე პროცენტით შემცირდეს?

პასუხი:

თანაბარაჩქარებული მოძრაობისას გვაქვს დამოკიდებულება

     (იხ. ბმული)

სადაცა  \(s\) არის განვლილი მანძილი,  \(v\) არის საბოლოო სიჩქარე,   \(v_{0}\) არის საწყისი სიჩქარე, ხოლო \(a\) კი აჩქარება. იმის გათვალისწინებით, რომ დამუხრუჭებისას აჩქარება უარყოფითია და საბოლოო სიჩქარე კი ნული გამოსახულება მიიღებს სახეს

\(v_{0}=\sqrt{2as}\)

ჩვენთვის საინტერესო სიჩქარის გამოსათვლელად გავითვალისწინოთ ამოცანის პირობები

\(v_{1}=\sqrt{2a\left ( 1+\frac{60}{100} \right )s\left (1-\frac{60}{100} \right )}=v_{0}\sqrt{1-\frac{36}{100}}=0.8\cdot v_{0}\)

ამდენად, საწყისი სიჩქარე უნდა შემცირდეს 20%-ით.