შეკითხვა: | გამარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი საჭირო საიტის შექმნისთვის. დიდი მადლობა ბატონო ოლეგ. მე ბევრი ამოცანა ვნახე და თქვენი მიგნებები ძალიან მომეწონა. მაგალითად, ესკალატორის ამოცანა ბენდრიკოვშიც მინახავს, გედენიძეშიც მაგრამ ეს ამოხსნა ყველაზე ოპტიმალური და გასაგებია. ოღონდ ერთი შესწორებით, პასუხი 100-ია.ეტყობა მექანიკურად შეგეშალათ. პატივისცემით, ქეთი. |
---|---|
პასუხი: | ოღონდ ერთი შესწორებით, პასუხი 100-ია.ეტყობა მექანიკურად შეგეშალათ. http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=1160 და როგორ შემატყვე?... აპრუწუწუნ!!!!....კარგად ვერ შეგიტყვია. მექანიკურად კიარა, შეგნებულად შემომეშეშალა !!! ..... სად 100 და სად 23, 74038... ყოველ შემთხვევაში საფეხურების რიცხვი ხომ ნატურალური რიცხვი მაინც უნდა ყოფილიყო? ჰოდა ოპონენტს ველოდებოდი და აგერ შენც გამოჩნდი რაც მთავარია, კარგია რომ ეს ამოცანა გაგირჩევია... ------------------------------------- დაათვალიერე წინა გვერდები და ანალოგიურ ''წკიპურტებს'' მრავლად ნახავ...მოგვწერე საინტერესო ამოცანების შესახებ. პატივისცემით ოლეგი გაბრიაძე |