შეკითხვა:

300ვტ სიმძლავრის ნათურა გაანგარიშებულია 110ვ ძაბვაზე. რა დამატებითი წინაღობა უნდა მივუერთოთ ნათურას 127ვ ძაბვის ქსელში ჩასართველად?

პასუხი:

U = 110 ვUo = 127 ვP=300 ვტ.

ნათურაში გადის დენი:

I = P/U.   (1)

ნათურის წინაღობაა:

R = U2/P.   (2)

წინაღობის დამატების და Uo ძაბვის მოდების შემდეგ მასში უნდა გაიაროს იგივე დენმა და გვექნება:

I = Uo/(R + r).

აქედან (1) და (2)-ის გათვალისწინებით დამატებითი წინაღობისთვის მივიღებთ:

r = (UUo − U2)/P.