შეკითხვა:

გამარჯობა. როცა დინამომეტრზე ჩამოვკიდებთ რაიმე სხეულს და გვიჩვენებს მაგალითად 3 ნიუტონს... მაინტერესებს ეს სიმძიმის ძალაა? 

პასუხი:

ეს წონაა!!!...   დინამომეტრი გიჩვენებს წონას.

და  მხოლოდ იმ შემთხვევაში,  როცა  დინამომეტრზე დაკიდებული სხეული  უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად (დინამომეტრთან ერთად)  წონა რიცხობრივად ტოლია სიმძიმის ძალის(შენს შემთხვევაში 3 ნ-ს)...

და თუ სხეული  თავის დინამომეტრთან ერთად მოძრაობს აჩქარებულად წონა იმატებს ან იკლებს აჩქარების მიმართულების  მიხედვით... სიმძიმის ძალა კი იგივე რჩება.

დაიხმარე ჩვენს საიტზე დადებული ვიდეოპასუხი წონასთან დაკავშირებით...

------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე