შეკითხვა:

გამარჯობა. ეს ამოცანა ამომიხსენით  გთხოვთ: ველოსიპედისტი აღმართში 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო დაღმართში - 36 კმ/სთ სიჩქარით. განსაზღვრეთ მისი საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე, თუ აღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე. წინასწარ დიდი მადლობა <3

პასუხი:

 თუ აღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე

როგორც ჩანს ერთერთგან აღმართი უნდა ეწეროს...(ჰა?... რას იტყვი შენ cheeky)

დავუშვათ ასეთი პირობა:    თუ აღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე...

აღვნიშნოთ   დაღმართის სიგრძე  L - ით, მაშინ აღმართის    სიგრძე არის   2L....

აღმართზე მოძრაობის დრო იქნება   tაღმა = 2L/18 = L/9    ხოლო დაღმართზე მოძრაობის დრო კი  tდაღმა = L/36

 საშუალო სიჩქარე კი = (მთლიანი აღმადაღმა გავლილი  მანძილი ) / (მთლიანი დრო), ანუ

vსაშ = 3L / (L/9 +L/36)  = ........ დაამუშავე     ???? (კმ/სთ)

--------------------------------------

დამოუკიდებლად ამოხსენი  მეორე შემთხვევა,    თუ  დაღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე

----------------------------------------------

...აღმართ, აღმართ მივდიოდი მე ნელა...   ვისი ლექსია?