შეკითხვა:

გამარჯობაა  <3 ისევ მე გაწუხებთ :დ <3  პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დახმარებისთვის და ასეთი უმაგრესი საიტის შექმნისათვის <3 
ესაა ჩემი ამოცანა : მოძრავ ესკალატორზე სირბილისას ყმაწვილმა 50 საფეხური დაითვალა , ესკალატორის მიმართ სიჩქარის მოდულის სამჯერ გადიდების შემდეგ კი -75 . რამდენ საფეხურს დაითვლის ყმაწვილი უძრავ ექსკალატორზე? 
წინასწარ დიდი მადლობა <3 თქვენი იმედი მაქვს :d <3 

პასუხი:

საინტერესო ამოცანაა... ღირს ყურადღების მიქცევა.

აღვნიშნოთ:

---ესკალატორის საფეხურებს შორის მანძილი  x -ით

ესკალატორის სიჩქარე ბაქანის(დედამიწის) მიმართ    v-თი

ბიჭის სიჩქარე  ესკალატორის მიმართ (საკუთარი სიჩქარე) პირველი არბენისას  v1 -ით   და არბენის დრო   t1-ით

შესაბამისად ბიჭის სიჩქარე ესკალატორის მიმართ მეორედ  გულამომჯდარი (აქოშინებული laugh ) არბენისას    3v1 -ით და არბენის შესაბამისი დრო  t2 -ით...

ამოცანის პირობის თანახმად  ექსკალატორის მიმართ გავლილი მანძილები:   v1t1 =  50x    და   3v1t2  =  75x  ....ტოლობათა ფარდობის შემდეგ            t1 = 2t2     (1)

ბაქანზე მყოფი დამკვირვებლის თვალსაზრისით   ორივე შემთხვევაში ბიჭი დედამიწის(ბაქანის)  მიმართ გადის ერთიდაიგივე      nx  მანძილს ( n = ?--საფეხურების რაოდენობაა  ქვედა და ზედა ბაქანს შორის უძრავი ესკალატორის შემთხვევაში)  და რადგანაც  დედამიწის მიმართ ბიჭის სიჩქარე  იქნება ბიჭის საკუთარი სიჩქარისა და ექსკალატორის სიჩქარეთა ჯამის, ამიტომ თითოეული შემთხვევისათვის დაწერს:  

nx = (v1 +v)t1 = v1t1 + vt1 = 50x + vt1 ---->>>> vt1 = nx - 50x    (2)  და  ანალოგიურად

 nx = (3v1 + v)t2 = 75x +vt2  ----->>>>     vt2 = nx - 75x   (3)    

(2)    და (3)  ტოლობების ფარდობით    t1/t2 = (n-50) / (n-75)   

ამ უკანასკნელში კი გაითვალისწინე   (1) დამოკიდებულება და ამოხსენი   n = ?

----------------------------

  ან უფრო მოკლედ!

პირველ შემთხვევაში

ბიჭი იტყვის: მე ესწკალატორზე  t1 დროში 50 საფეხური გავიარე   v1  სიჩქარით და დაწერს   t1 = 50x/ v1

ესკალატორის ზედა ბაქანზე მყოფი ბიჭის  მომლოდინე  შეყვარებული გოგონა კი ეტყვის: როცა შენ ესკალატორზე შედექი, იმ მომენტიდან  სანამ შენ  ასეთი ზლაზვნით ამოდიოდი, ჩემს თვალწინ ესკალატორის  მთელმა (n - 50) - მა საფეხურმა   მოასწრო v სიჩქარით  ბაქნის ქვეშ შემალვა... იცოდე მეორეჯერ   ამდენი არ მათვლევინო -ო  და დაწერს(თუ ფიზიკა იცის)

 t1 =(nx - 50x)/ v  ....... უი!-ო   და დაადგენენ    50/ v1 = (n - 50)/ v   .....(11)

მეორე პაემანზე ბიჭი გაითვალისწინებს  რა  გოგონას საყვედურს   და  გულამომჯდარი აირბენს  ესკალატორზე  მთელ 75   საფეხურს  უკვე    3vსიჩქარით (მაინც რა არის კაცო ეს სიყვარული...)    გოგონა დაწერს (აბა  მუხლებაკანკალებულ ბიჭს რაის თავი ექნებოდა...) 

75/3v= (n - 75)/ v  ......(12)    

შემდეგ გაყოფენ   (11) -ს (12) -ზე    და ამოხსნიან    n = ???

 .და ყველაზე საინტერესო:  გააძრობენ  ტელეფონებს  მიიღებენ    

11/12 =  0, 91666666666666666666666666666 wink   

-----------------------------------

და მაინც რას უდრის n?  .... ვიღაც მწერდა   n =100-ო.... მართალია ვითომ?

ოლეგი გაბრიაძე