შეკითხვა: | ელექტრონი მოძრაობს 100ვ/მ დაძაბულობის ერთგვაროვანი ველის ძალწირების მიმართულებით. რა მანძილს გაივლის ელექტრონი გაჩერებამდე, თუ მისი საწყისი სიჩქარეა 2მგმ/წმ? რამდენ ხანს იმოძრავებს ელექტრონი გაჩერებამდე? მადლობას გიხდით წინასწარ. |
---|---|
პასუხი: | ელექტრონზე მოქმედი დამამუხრუჭებელი ძალა არის: \(F=Ee\) ანუ მისი მოძრაობა იქნება თანაბარშენელებული შემდეგი აჩქარებით: \(a=\frac{e}{m}E\) კინემატიკის განტოლება თანაბარშენელებული მოძრაობისთვის მოცემული საწყისი სიჩქარით სრულ გაჩერებამდე არის: \(v_{0}-at=0\) \(S=v_{0}-\frac{at^{2}}{2}\) აქედან ვიპოვნით დროსა და განვლილ გზას: \(t=\frac{v_{0}}{a}=\frac{mv_{0}}{eE}\) \(S=\frac{v_{0}^{2}}{2a}=\frac{mv_{0}^{2}}{2eE}\) |