შეკითხვა:

გამარჯობათ,

ბატონო ოლეგ, დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში

როგორ იცვლება ბურთულა+წყალი სისტემის პოტენციალური ენერგია: I. კორპის ბურთულას ამოტივტივების პროცესში;  II. რკინის ბურთულას ჩაძირვის პროცესში.

წინასწარ გიხდით მადლობას!

პასუხი:

ნებისმიერი სისტემა ყოველთვის ცდილობს  გადავიდეს ნაკლები  პოტენციური ენერგიის მდგომარეობაში... ანუ, თუ პოპულარული ენით ვიტყვით სისტემა   მიისწრაფვის ''მოსვენებული'' მდგომარეობისკენ  და როდესაც ამ მცდელობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა იგი თავისთავად (გარედან ჩარევის გარეშე)შეისრულებს ამ ''სურვილს''.

ორივე შემთხვევაში ბურთულების მოძრაობა თავისთავად ხდება. რაც იმაზე მიანიშნებს სისტემა (წყალი + ბურთულა) გადავიდა ნაკლებ ენერგეტიკულ მდგომარეობაში!!!

უფრო დეტალურად:

 რაიმე მყარი ბურთულას წყალში მოძრაობისას  მის ადგილს   ყოველთვის იკავებს წყლის ''წარმოსახვითი'' ბურთულა...როცა მყარი ბურთულა მოძრაობს რაიმე მიმართულებით, წყლის ეს ''წარმოსახვითი'' ბურთულა მოძრაობს მის საწინააღმდეგოდ !

კერძოდ...

კორპის ბურთულას ამოტივტივების პროცესში კორპის პოტ ენერგია ცხადია მატულობს, მაგრამ შედარებით მეტად კლებულობს წყლის პოტ ენერგია (და ეს იმიტომ, რომ წყლის სიმკვრივე მეტია  კორპის სიმკვრივეზე)---->> ჯამური ენერგია კლებულობს!!!

რკინის ბურთულას ჩაძირვის პროცესში  რკინის პოტ ენერგია ცხადია კლებულობს, მაგრამ სამაგიეროდ მატულობს წყლის პოტ ენერგია. ოღონდ მატულობს შედარებით შედარებით ნაკლებად (და ეს იმიტომ,  რომ წყლის სიმკვრივე ნაკლებია  რკინის სიმკვრივეზე)---->> ჯამური ენერგია  ამ შემთხვევაშიც კლებულობს!!!

--------------------------------

მეც მივისწრაფვი მოსვენებული მდგომარეობისაკენ... მეძინებაfrown

---------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის