შეკითხვა:

გამარჯობათ, 

ასეთი ამოცანის ამოხსნა მაინტერესებს

ორ ბურთულას ერთდროულად ისვრიან გარკვეული სიმაღლიდან ერთს ვერტიკალურად ქვევით 3მ/წმ სიჩქარით. ხოლო მეორეს ვერტიკალურად ზევით 4მ/წმ სიჩქარით, იპოვეთ მანძილი ბურთულებს შორის 5წმ-ის შემდეგ.

პასუხი:

აიღე საკოორდინატო  y  ღერძი  და  მიმართე ვერტიკალურად ქვევით(სიმარტივისათვის).... ღეძის სათავე(ნულოვანი წერტილი) დაუკავშირე სხეულების ჩამოსროლა-ასროლის  წერტილს(ასევე სიმარტივისათვის)... და დაწერე ამ   სხეულებისათვის მოძრაობის განტოლებები:  (  y = y0 +v0yt + gyt2/2 )

ჩამოსროლილი სხეულისათვის.....  y1 =  3t + 5t2

ასროლილი სხეულისათვის....     y2 =  -4t + 5t2 

მანძილი სხეულებს შორის      L = y1 - y2 = 7t  =.....

-------------------------

ოლეგი გაბრიაძე