შეკითხვა:

გამარჯობა. მოკლედ მოვკვდი იმდენი ვწერე ამ ამოცანაზე მაგრამ ვერა და ვერ ამოვხსენი :/ 
2მ-ით დაშორებული დამუხტული ბურთულები განიზიდებიან 1ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10  
კულონია. განსაზღვრეთ როგორ არის ბურთების მუხტები განაწილებული :3 
ოღონდ ამოხსნაც მინდა :/ 

პასუხი:

მუხტების განზიდვის ძალა   \(F= k\frac{q_{1}q_{2}}{R^{2}}\)    ...... q1q2=FR2/k = 1• 22/(9 • 109) = (4/9) • 10-9  ......(1)

პირობის თანახმად ბურთულები ერთმანეთს განიზიდავენ (ე.ი. ერთნაირნიშნიანი არიან)   და ჯამური მუხტი ... q1 + q= 5 • 10-10 კ .... (2)  

თუ გაიხსენებ ვიეტას თეორემას შესაბამის კვადრატულ განტოლებას q-ს  მიმართ  ექნება სახე:

q-  5 • 10-10q +  (4/9) • 10-9 = 0   მაგრამ ამ კვადრატულ განტოლებას ამონახსნი არ ექნება...

ე. ი  პირობაშია შეცდომა.  

ეს ამოცანა რომ ამოიხსნას  გთავაზობ ასეთ ცვლილებას... ჯამური მუხტი იყოს  (46/9)•10-5 კ 

მაშინ განტოლებას უკვე ექნება საკმაოდ ადვილად ამოსახსნელი ფესვები:        

q- (46/9)•10-5 q +  (4/9) • 10-9 = 0 ....გამარტივების მიზნით განტოლების ორივე მხარე გაამრავლე  9• 109 -ზე........  9• 109 q- 46•104 q +  4  = 0 .... ამოხსენი ეს კვადრ განტოლება და მიიღებ  q1 = ???  q2 = ???

კარგი იქნება თუ პასუხს მომწერ

-------------------------------

ოლეგი გაბრიაძე