შეკითხვა:

ორი ერთნაირი მუხტი ჰაერში ერთმანეთისაგან დაშორებულია 4სმ - ით. თითოეული მუხტის სიდიდე 20მკკ - ია. რა მუშაობა უნდა შესრულდეს, რომ მუხტები ერთმანეთს 2 სმ - ით დაუახლოვდნენ? მადლობას გიხდით წინასწარ.

პასუხი:

მუხტებს შორის ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია არის

\(W=\frac{q_{1}q_{2}}{4\pi \varepsilon \varepsilon _{0}r}\)

პირობის თანახმად \(q_{1}=q_{2}=q\) და მუშაობა იქნება პოტენციურ ენერგიათა სხვაობა 

\(A=\Delta W=W_{2}-W_{1}=\frac{q^{2}}{4\pi \varepsilon \varepsilon _{0}}\left ( \frac{1}{r_{2}}-\frac{1}{r_{1}} \right )\)

აქ ყველა სიდიდე ცნობილია. შეხსენებისთვის \(\varepsilon\) არის გარემოს (ამ შემთხვევაში ჰაერის) დიელექტრიკული შეღწევადობა.