შეკითხვა:

განსაზღვრეთ 2 ტ მასის ტრაქტორის ძრავას მიერ თანაბარი მოძრაობისას შესრულებული მუშაობა 2 კმ მანძილზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0,1-ია 

პასუხი:

ეს ამოცანა ხშირად შემხვედრია... სამწუხაროდ პირობა არასწორია. ამოცანა ასე უნდა ჩამოყალიბდეს:

ან   1) ტრაქტორი   2 კმ მანძილზე თანაბარი მოძრაობით მიათრევს  2 ტ მასის ტვირთს.

განსაზღვრეთ ტრაქტორის მიერ ტვირთზე გაწევის ძალის მუაშაობა, თუ ხახუნის კოეფიციენტი ტვირთსა და ნიადაგს შორის 0,1-ია.

 

ან 2)  განსაზღვრეთ 2 ტ მასის ტრაქტორის ძრავას მიერ შესრულებული  მაქსიმალური მუშაობა 2 კმ მანძილზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი ტრაქტორის მუხლუხებსა(ან ბორბლებსა)  და ნიადაგს შორის  0,1-ია....ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის აუცილებელი თანაბარი მოძრაობის მითითება 

-----------------------------------

ოლეგი გაბრიაძე