შეკითხვა: | გამარჯობა პატივცემულო ადამიანო რომელიც სრულიად უფასოდ ეხმარება ახალგაზრდებს თავიანთი ფიზიკის მიმართ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში , დიდი მადლობა ამისათვის ... ახლა კი რაც შეეხება ჩემს ცნობისმოყვარეობას და ამოცანას: მდინარე მიედინება v სიჩქარით და მიაქვს ყინულის ნატეხები. მდინარის ნაპირები ერთმანეთის პარალელურია. ყინულის ყველა ნატეხი ერთნაირი h სიმაღლისაა. ისინი თანაბრადაა განაწილებული წყლის ზედაპირზე და ფარავენ მის ნაწილს. მდინარის გარკვეულ ადგილას ყინული ჩაიხერგა და ვეღარ გაყვა წყალს. ხერგილში ყინულის ნატეხებმა სრულად დაფარეს წყლის ზედაპირი და არ გადაეფარნენ ერთმანეთს. ყინულის სიმკვრივეა p(რო ვერ დავწერე და..) . 1) განსაზღვრეთ, რა სიჩქარით გადაინაცვლებს ყინულის ხერგილისა და წყლის საზღვარი. 2) განსაზღვრეთ, რა ძალა მოქმედებს ყინულის ხერგილისა და წყლის საზღვრის ერთეულ სიგრძეზე ყინულის ნატეხების მიკვრის პროცესში |
---|---|
პასუხი: | გაგიმარჯოს ''ენადგაკრეფილო'' ახალგაზრდავ... და თუ გინდა ფიზიკის მიმართ ცნობისმოყვარეობის კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილდება დაათვალიერე წინა გვერდებიც... შენი ამოცანა ჩვენს საიტზე უკვე დიდი ხანია დევს.... იხილე ბმული ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |