შეკითხვა:

გამარჯობა, კითხვა მაქვს თემიდან: გამტართა მიმდევრობითი შეერთება.

მოცემულია ორი R1 და  Rრეზისტორის (წინაღობის) მიმიდევრობითი შეერთება. ერთნაირია თუ არა ძაბვა პირველი და მეორე რეზისტორის ბოლოებზე? რატომ? ერთნაირია თუ არა წინაღობა პირველ და მეორე უბნებზე? რატომ?

თქვენი დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ეს საგანი მართლა მაინტერესებს. მადლობა!

პასუხი:

მოგიყვანთ ამონარიდს ჩვენ საიტზე განთავსებული ბმულიდან 

I1 = I2 = I.

ნახ. 1.

გამტარების მიმდევრობითი შეერთება

 

ომის კანონის თანახმად გამტარებზე U1 და U2  ტოლია

U1 = IR1,   U2 = IR2

ამ ორი გამოსახულებიდან ჩანს, რომ რადგან მარჯვენა მხარეებში დენის ძალები ტოლია, ხოლო წინაღობები განსხვავდება, ამიტომ ცხადია მარცხენა მხარეებიც განსხვავდება. შესაბამისად ძაბვები პირველი და მეორე რეზისტორის ბოლოებზე განსხვავდება, თუ განსხვავებულია მათი წინაღობები. თუ უბნებზე ამ რეზისტორების გარდა არაფერია ჩართული და შესაძლებელია ამ უბანზე გამტარის წინაღობის უგულებელყოფა (სიმცირის გამო) მაშინ ამ უბნის წინაღობა მასში ჩართული რეზისტორის წინაღობის ტოლია და ზემოთ მოყვანილი მსჯელობა სამართლიანია უბნებისთვისაც.

წარმატებები!