შეკითხვა: | 100 კგ მასისა და 2 მ სიგრძის მიწაზე დაგდებული ღეროს ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაყენებლად რა მუშაობის შესრულებაა საჭირო. მადლობას გიხდით წინა კითხვის პასუხისთვის. |
---|---|
პასუხი: | როგორც ჩანს ღერო ერთგვაროვანია ანუ სიმძიმის ცენტრი ემთხვევა მის გეომეტრიულ ცენტრს(შუაშია).... ღეროს ფეხზე დაყენება ნიშნავს მისი სიმძიმის ცენტრის 1 მ - ით მაღლა აწევას - ანუ პოტენციური ენერგიის mgh = 100 * 10 * 1 = 1000 ჯ ით მომატებას... და თუ ამ პროცესს თანაბრად შევასრულებთ, მაშინ მოგვიწევს 1000 ჯ მუშაობის შესრულება. ---------------------------------------------- წინა ამოცანაში გაგვეპარა შეცდომა: ზამბარის პოტენციური ენერგია გამოითვლება ფორმულით Eპოტ = kx2/2.... და რადგანაც ზამბარის დეფორმაცია გამოწვეულია ტვირთის სიმძიმით kx = mg, საიდანაც k = mg/x ... ამ უკანასკნელის გათვალისწინებით კი პოტენზიური ენერგია Eპოტ = mgx/2 = .... --------------------------------------------------- |