შეკითხვა: | გამარჯობა. ამოცანა ასეთია: გაზქურაზე დადეს ჩაიდანი, რომელშიც ასხია 10 გრადუსი ცელსისუსი ტემპერატურის 2 ლ წყალი. ჩაიდნის C=100 ჯ/c. გაზქურის მ.ქ.კ 60%. რა მასის ბუნებრივი აირი დაიხარჯება წყლის დუღილის ტემპერატურამდე გასათბობაად და მთლიანად ასაორთქლებლად? ბ-ნ ოლეგ ასე ამოვხსენი ეს ამოცანა და ძალიან გთხოვთ შემიმოწმოთ: 0,6q(აირი)m(აირი)=c(წყალი)m(წყალი)(100-10)+r(ორთქლი)m(წყალი). ეს მე-2 ამოცანა(ვერ ამოვხსენი) რა დროს მოანდომებს 4,5 კვტ სიმძლავრის ამწე 8 მ ფსკერიდან 624 კგ ლითონის სხეუის ამოტანას, თუ ამწის მ.ქ.კ 80%, ლითონის სიმკვრივე 7.8 გ/სმ^3, წყლის სიმკვრივე 1000 კგ/მ3 გმადლობთ, წინასწარ |
---|---|
პასუხი: | 1) სწორია!... მაგრამ რადგანაც მოგცეს ჩაიდნის სითბოტევადობა ამიტომ ტოლობის მარჯვენა მხარეს უნდა დაუმატო ჩაიდნის გასათბობად საჭირო სითბოც... C(100-10), ანუ ეს სითბოც სასარგებლო სითბოდ უნდა ჩათვალოო(გვეუბნება ამოცანის ავტორი) რაც თავისმხრივ არასწორი მიდგომაა. მოკლედ ჩაიდნის სითბოტევადობა ზედმეტი პირობაა...მაგრამ შეიძლება შემოგვედაონ: თუ ჭურჭელში არ მოვათავსებთ, სითხეს სხვაგვარად როგორ გავაცხელებთ-ო!... მოკლედ სადავო საკითხია... 2) 0,8Pt =[ mg - \(\rho\)წყg(m/\(\rho\)ლით)] h ..... t = ? დაალაგე SI სისტემაში და ამოხსენი \(\rho\)წყg(m/\(\rho\)ლით) ---- ამომგდები ძალაა |