შეკითხვა:

მოგესალმებით ბატონო ოლეგ. თქვენი დახმარებით ბევრ საკითხში გავერკვიე. დღეს ასეთი ამოცანები მაქვს და, გთხოვთ, მითითება მომცეთ. 1) 600 გ მასისა და 10 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის წყალს ათბობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მქკ 35 %-ია. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში, თუ 1 წთ-ში 2 გ სპირტი იწვის? კოლბის სითბოტევადობაა 10 ჯ/k.

2)ტყვია მოძრაობს 200 მ/წმ სიჩქარით და ეჯახება მიწის ნაყარს. რამდენი გრადუსით გათბება ტყვია, თუ მისი კინეტიკური ენერგიის 78% შინაგან ენერგიად გარდაიქმნა. ( გთხოვთ, პრინციპს მიმახვედროთ) 

პასუხი:

1)   რამდენ ხანში  ადუღდება წყალი-ო...   ანუ რა დრო დაჭირდება სპირტქურას  600გ  წყლის 10-დან 100 გრადუსამდე მიყვანასო...

  სპირტის დაწვის შედეგად გამოყოფილი სითბოს 35% ხმარდება უშუალოდ წყალს და კოლბას(კოლბის სითბოტევადობის მოცემით   ამოცანის ავტორს კოლბის გაცხელებაზე დახარჯული სითბო სასარგებლო სითბოში აქვს ჩათვლილი( სხვაგვარად მის მოცემულობას სხვა დატვირთვას ვერ მივცემთ),    რაც არასწორია).   0,35 qსპmსპ = cწყmწყ(100 -10) + C(100 -10).... აქედან დათვლი  mსპ = ? გ   იმ სპირტის რაოდენობას, რომელიც საჭიროა წყლის ასადუღებლად(10 დან 100 - მდე მისაყვანად).... გაყავი  იგი 2გ ზე და დაადგინე დრო(წთ)....

 წყლის რა რაოდენობა აორთქლდება ყოველ წამში-ო?... საქმე იმაშია, რომ 100 გრადუსის მიღწევის შემდეგ  სპირტის წვით გამოყოფილი სითბოს 35%  უკვე მთლიანად მოხმარდება მხოლოდ   წყლის  ორთქლადქცევას - დუღილისას ტემპერატურა ხომ  უცვლელი რჩება. კერძოდ ერთ წამში დაიწვება  m =  2/60 = (1/30) გ სპირტი  და  0,35 qსპm rორთქლmწყ  .... საიდანაც დათვლი  ყოველ წამში აორთქლებული წყლის მასას mწყ  = ? 

2)  ტყვია დაეჯახა მიწაყრილს-ო, ე.ი.  შიგ ჩარჩა-ო...გაეჩხირა-ო... გაჩერდა-ო...

რაც იმას ნიშნავს, რომ ტყვიის საწყისი კინეტიკური  ენერგია  მთლიანად  გადავიდა ტყვიისა და მიწაყრილის შინაგან ენერგიაში...ისინი გაცხელდნენ,   კერძოდ  0,78 (mv2/2) = cტყm \(\Delta\)t.... საიდანაც დათვლი   \(\Delta\)t =???

-------------------------------

ოლეგი გაბრიაძე