შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ, , ასეთი ამოცანაა: 1,5 მ სიგრძის მყარი ღეროს ბოლოებზე მოდებულია პარალელური ძალები. ერთ-ერთი ძალაა F1= 100ნ. იპოვეთ მანძილი უდიდესი ძალის მოდების წერტილიდან ამ ძალების  ტოლქმედის  მოდების წერტილამდე, თუ ტოლქმედი F=150ნ.  ცხადია, მეორე ძალაა F2=50ნ, მაგრამ პარალელური ძალების  ტოლქმედის მოდების წერტილი როგორ ვიპოვოთ ამ ამოცანაშიც და ზოგადად..   

პასუხი:

სიტყვა  ტოლქმედის  ჩემი ჩამატებულია... იმედია ამას გულისხმობ.

 მყარ სხეულზე მოქმედი ძალები შეგვიძლია გავასრიალოთ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ, ამით მისი ქმედებისუნარიანობა  არ დაირღვევა(სხეული მყარია )... ასეთ ძალებს ზოგჯერ ''სრიალა'' ძალებსაც უწოდებენ.

------------------------------------------------

  ცხადია, მეორე ძალაა F2=50ნ

არა!... ზოგადად ეს ცხადი არა არის... შესაძლებელია მეორე შემთხვევაც   F2 = 250 ნ .... ამ დროს ტოლქმედი ძალა მოდებული იქნება  არა  F1  და    F-ს შორის, არამედ F2-ს  გარეთ იმ პირობით, რომ  F1L1 = F2L2    და  L1 - L2 = L 

მაგრამ რადგანაც შენს პირობაში მითითებულია, რომ  F1  და    F2  ძალები მოდებულია  ღეროს ბოლოებში ,  ამიტომ ეს ვარიანტი არ განხორციელდება.

---------------------------------------

დაბოლოს...

შესაბამისად შესაძლებელია მყარ სხეულზე მოქმედი ძალა დაიშალოს ლამის რაგინდნებისმიერი მიმართულების მდგენელებად

--------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის