შეკითხვა:

ბატონო ოლეგ პროპელერებიანი გამანიავებელი როგორ მუშაობს ? და როცა მასთან ახლოს ვდგებით, რატომ შევიგრძნობთ სიგრილეს ? ამ დროს ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი ენერგია სად მიდის, ჰაერის გათბობაშI ? როგორ აგრილებს "ვინტილატორი" ჰაერს ? თუ უბრალოდ როცა მასთან ახლოს ვდგავართ ჰაერის მოლეკულები უფრო დიდი რაოდენობით გვეჯახებიან და ამიტომ უფრო დიდი სითბოს გამოვყოფთ ჩვეულებრივთან შედარებით.თუ........?

პასუხი:

გამარჯობა ზაქრო!

როგორი შედეგები გქონდა გამოცდებზე?... სხვათაშორის წლევანდელი ფიზიკის გამოცდა შედარებით რთული იყო 

---------------------------------------------

 პროპელერი სხვა არაფერია, თუ არა მბრუნავი მარაო.. როცა გვცხელა მარაოთი, ფურცლით, ხელითაც კი ვინიავებთ... დიახ! ვქმნით ხელოვნურ ნიავს, სიოს, თუ გნებავს ქარს და ამ დროს ნამდვილად ვგრძნობთ შედარებით სიგრილეს... არადა ამ ხელოვნურ ნიავს (მოძრავ ჰაერს) იგივე ტემპერატურა აქვს, რაც უძრავ ჰაერს.  რაშია საქმე???

ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხე კანის ფორებიდან ოფლის სახით(სხვადასხვა მარილხსნართა ერთობლიობა) გამოიყოფა გარეთ...კანის შემხები ჰაერის  ზედაპირთან  ხდება ამ ოფლის წყლის აორთქლება. გაიხსენე რომ აორთქლება და დუღილი  ორთქლადქცევის ორი სხვადასხვა  შემთხვევაა და რომ ორთქლადქცევა მიმდინარეობს ენერგიის შთანთქვით... სითხის ორთქლადქცევისათვის საჭიროა, რომ მას გადავცეთ  ენერგია(Q =  rm).

და საიდან ''იჩითება'' სითხის ზედაპირიდან აორთქლებისათვის საჭირო ენერგია?... - თვით სითხიდან... სითხის შინაგანი ენერგიის შემცირების ხარჯზე. რის გამოც სითხე გრილდება. 

ე,ი.  სითხის ზედაპირიდან აორთქლებისას სითხის ზედაპირზე  არსებული ზოგიერთი შედარებით დიდი კინეტიკური ენერგიის მქონე მლეკულა ძლევს  სითხის  მეზობელი  მოლეკულების შეჭიდულობის ძალებს და ''ამოფრინდებიან''   სითხიდან (თავხედებიangry) ... კარგავს რა სითხე ასეთ მაღალენერგეტიკულ მოლეკულებს, ცხადია იგი ცივდება  და შრება ... ბოლოს გვრჩება მარილი... ოფლიანი სახიდან აორთქლების  შემდეგ კანზე ვგრძნიბთ მარილის არსებობას.

მაგრამ ეს პროცესი აქ არ მთავრდება:  ამოფრენილი სითხის მოლეკულები შორს ვერ მიდიან...ელექტრომაგნიტური მიზიდვის გამო ისინი სითხის ზედაპირთან ქმნიან ორთქლის მიკროღრუბლებს.  უფრო მეტიც ... ხდება ამ მიკროღრუბლებიდან მოლეკულების სითხეში ჩაბრუნება(კონდენსაცია). საბოლოოდ სითხესა და მის ზედაპირზე არსებულ ორთქლს შორის  მყარდება დინამიური(მოძრავი) წონასწორობა: დროის ერთეულში სითხიდან ორთქლში ამოფრენილი მოლეკულების რიცხვი უტოლდება ორთქლიდან სითხეში ჩაბრუნებული მოლეკულების რიცხვს  .  ამ დროს სითხე მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებს ტემპერატურას.

და რა მოხდება თუ ამ დროს სითხის ზედაპირთან შევქმნით ხელოვნურ ქარს(ნიავს)?...

დიახ!... ქარი წარიტაცებს ორთქლის მიკროღრუბლებს... დაირღვევა დინამიური წონასწორობა ანუ გვექნება მხოლოდ აორთქლების პროცესი და არ გვექნება მისი მაწონასწორებელი კონდენსაციის პროცესი.... შედეგად სითხე გაგრილდება და  შედარებით სწრაფად ''ამოშრება''...  ქარიან ამინდში სარეცხი მალე შრება(დიასახლისების პრაქტიკიდან).

აი რატომ გვრძნობთ   სიგრილეს  საკმაოდ სიცხეშიც კი  სახეზე ვენტილატორით (და არა აუცილებლად ვენტილატორით... სულის შებერვითაც კი  ფჰუუ ... ფჰუუ)   დანიავებისას.

-------------------------------------------

შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ამივიდა ორთქლი და გასაგრილებლად ჩავრთავ არა ვენტილატორს, არამედ კონდიციონერს რომელიც ჰაერს წინასწარ აგრილებს და შემდეგ  უბერავს(''ავენტილატორებს'')cheeky 

-----------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე