შეკითხვა: | გამარჯობა. გთხოვთ, დამეხმაროთ. m მასის ქანქარა გადახრილია ვერტიკალიდან ალფა კუთხით. რას უდრის ძაფის დაჭიმულობის ძალა ქანქარას წონასწორობის მდგომარეობაში გავლისას. |
---|---|
პასუხი: | მსგავსად წინა ამოცანისა რადგან ძაფის დაჭიმულობის ძალა მუშაობას არ ასრულებს,უფლება გაქვს დაწერო მექ ენერგიის შენახვის კანონი: საწყის მომენტში ძაფი გადახრილია ვერტიკალიდან რაღაც \(\alpha\) კუთხით... ტვირთს უკიდურესი ქვედა წერტილის მიმართ გააჩნია mg( L - LCos\(\alpha\)) პოტენციური ენერგია. რომელიც დანაკარგის გარეშე გადადის კიმეტიკურში: mg( L - LCos\(\alpha\)) = mv2/2.... (1) როგორც უკვე აღვნიშნეთ მოძრაობა აჩქარებულია... უკიდურეს ქვედა წერტილში სხეულს გააჩნია მხოლოდ ცენტრისკენული v2/L აჩქარება, რომელიც გამოწვეულია ძაფის ზედმეტი დაჭიმულობით: T - mg = mv2/L ....>>>> T = mg + mv2/L .... მოიშველიე (1) ფორმულა და დაადგინე T = mg + 2mg(1 - Cos\(\alpha\)) = ( 3 - 2Cos\(\alpha\)) mg ..... -------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|