შეკითხვა:

1.7 მ სიმაღლის კაცი მიდის 1მ/წმ სიჩქარით ქუჩის ფარნის მიმართულებით.რაღაც მომენტში კაცის ჩრდილის სიგრძე 1.8 მ-ია,ხოლო ამ მომენტიდან 2 წამის შემდეგ-1.3 მ. რა სიმაღლეზეა დაკიდებული ფანარი ?

პასუხი:

ააგე ნახაზი:     H>1,7  სიმაღლის ვერტიკალურ ბოძზე  მოთავსებულია ფარანი  .... ...  ბოძიდან  მარჯვნივ  რაღაც   x მანძილზე აჩვენე  1,7 მ სიმაღლის  ბიჭი თავისი    1,8 მ   ჩრდილით.   დაწერე სამკუთხედების მსგავსობა:  

H/1,7 = (x+1,8) / 1,8 ..... (1) 

იგივე ნახაზზე შეგიძლია დახაზო  ვითარება   2 წმ-ის შემდეგ:  ბიჭი 2 მ-ით დაუახლოვდა  ფარნის  ბოძს, ანუ მისგან ახლა დაშორებულია ( x-2)  მ-ით და აქვს უფრო მოკლე   1,3 მ სიგრძის ჩრდილი ... აქაც დაწერე მსგავსობა    ...... H/1,7 = (x - 2+1,3) / 1,3   ...(2)   

(1)    და   (2) - ით ამოხსენი ჯერ   x  და შემდეგ   H .....

-------------------------------

წარმატებებს გისურვებ!   მომწერე ...laugh