შეკითხვა: | გამარჯობა :) თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს: 1.ტბაში გაჩერებულია L სიგრძის ნავი,რომლის კიჩოზე დგას მენავე .ის გადავიდა ნავის ცხვირზე . ნავის მასა 3-ჯერ მეტია მენავის მასაზე .რა მანძილი გაიარა ნავმა ნაპირის მიმართ? წინააღმდეგობის ძალები უგულებელყავით.2. 10 მ სიმაღლის მთის თოვლიან ფერდობზე ჩამოსრიალდა ბავშვი ციგით.მთის ძირში ბავშვის სიჩქარე 8 მ/წმ იყო. განსაზღვრეთ საწყისი პოტენციური ენერგიის რამდენი პროცენტია ფერდობზე სრიალისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ? პოტენციური ენერგია მთის ძირიდან აითვალეთ. 3.სხეული აისროლეს დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით.მაქსიმალური ასვლის სიმაღლეა h.რა სიმაღლეზე იქნება სხეულის კინეტიკური ენერგია პოტენციურ ენერგიაზე 4-ჯერ მეტი? ნულოვან დონედ მიიჩნიეთ დედამიწის ზედაპირი.4. ზამბარის x სმ-ით გასაჭიმად შესრულდა A მუშაობა .რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ ამის შემდეგ კიდევ 2x სმ-ით გავჭიმოთ? წინასწარ გიხდით მადლობას :) |
---|---|
პასუხი: | 1) ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |