შეკითხვა: | სხეულის პოტენციური ენერგია მით მეტია რაც ნაკლებია სხეულის სიჩქარე ? |
---|---|
პასუხი: | ასე მარტივადაც არაა საქმე.... რაც - რაც -ით ეს საკითხი არ გადაიჭრება.... თუ სისტემა ჩაკეტილია და მასში მუშაობენ მხოლოდ სიმძიმის ან დრეკადობის ძალები, მაშინ ადგილი აქვს მექანიკური ენერგიის შენახვის კანონს: კინეტიკური ენერგიის გაზრდა იწვევს პოტენციურის იმდენითვე შემცირებას. კინეტიკური ენერგია კი E = mv2/2 , რაც ნიშნავს, რომ მაგალითად სიჩქარის 3-ჯერ გაზრდისას კინეტ ენერგია იზრდება 9-ჯერ, მაგრამ ამ დროს პოტ ენერგია სულაც არ შემცირდება 9-ჯერ. საბოლოოდ: სიჩქარის ზრდისას პოტენციური ენერგია კლებულობს და პირიქით, მაგრამ რაც - რაც -ით არა. |