შეკითხვა:

მოგესალმებით. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში : მოიყვანეთ მაგალითი ძალისა, რომელიც სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს და მუშაობას არ ასრულებს. გთხოვთ, დამეხმაროთ

პასუხი:

სიმძიმის ძალა სხეულის ჰორიზონტალური მოძრაობისას...

საყრდენის რეაქციის ძალა სხეულის საყრდენ ზედაპირზე მოძრაობისას...

თოკის დაჭიმულობის ძალა  თოკის მეშვეობით სხეულის წრეწირზე მოძრაობისას...

გრავიტაციული მიზიდულობის ძალა პლანეტის   მზის გარშემო  მოძრაობისას ...

ლორენცის ძალა დამუხტული ნაწილაკის მაგნიტურ ველში მოძრაობისას...

და     ..................

----------------------------------------

ეს ძალები აღნიშნულ ვითარებებში  მუშაობებს არ ასრულებენ.... სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილებაში(თუ ასეთი ცვლილება  მაინც ხდება)  არ მონაწილეობენ!!!

 

-----------------------------------

ოლეგი გაბრიაძე