შეკითხვა:

 მათემატიკური ფიზიკა რას ნიშავს ? რითი განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩვენთვის საყვარელი და ნაცნობი ფიზიკისაგან ? თუ განსხვავდება რა თქმა უნდა საერთოდ :D

პასუხი:

შევეცდები ერთ მაგალითზე აგიხსნა:

ფარადეი ფიზიკოსი იყო, მაგრამ მათემატიკასთან მწყრალად იყო... იწინასწარმეტყველა ელექტრომაგნიტური ტალღა... უფრო მეტიც: ამ ტალღის სიჩქარე სინათლის სიჩქარის ტოლიაო.

მაქსველი კი მათემატიკოსი იყო. იგი დაინტერესდა ფარადეის იდეებით და ისინი   მათემატიკურად  დაამუშავა... შექმნა ელექტრომაგნიტური ველის თეორია, რომელიც დღემდე უპრობლემოდ მუშაობს...   ფიზიკის ფაკულტეტის   წყალწაღებულ   სტუდენტსაც კი  არ  პატიობენ  მაქსველის განტოლებების  არცოდნას. მის თეორიაში ძირითადი ადგილი ეკავა  მათემატიკურ  მუდმივას   c= 300 000  კმ/წმ...

ფიზიკის ისტორიაში მოვიდა მესამე  თაობა  ჰერცის სახით:  მან ექსპერიმენტულად    აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ტალღა.

----------------------------------------------------------------

შეიძლება ითქვას, რომ აქედან დაედო საფუძველი მათემატიკურ ფიზიკას...არადა იგი შინაარსობრივად  ფიზიკური მათემატიკა უფროა - ანუ ის  სპეციალიზირებულად  კომპაქტური   მათემატიკა, რომელიც უშუალოდ  ფიზიკური პროცესების  აღსაწერად არის საჭირო....მაგალითად   მათემატიკურ ფიზიკაში გვხვდება  სპეციალური ოპერატორებ, რომლებსაც უშუალოდ ფიზიკურად შინაარსიბრივი დატვირთვა აქვთ:  წარმოებულის გარდა აქ იყენებენ  გრადიენტის, დივერგენციის, როტორის  და სხვა სპეციალური ოპერატორებს...

-----------------------------------------------------------------

მოკლედ ფიზიკოსები იძულებულნი გახდნენ გამხდარიყვნენ მათემატიკოსებზე მეტი ფიზიკოს - მათემატიკოსები .... თვითონ მოეგვარებინათ თავიანთი მათემატიკური პრობლემები.  ეხვეწე ახლა მათემატიკოსს: ასეთი განტოლება მივიღე და ამომიხსენი რა?()wink